პატრიარქი ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდთან" დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის
პატრიარქი ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდთან" დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სასტუმრო "ლეოგრანდთან" დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ განუცხადა, პატრიარქი სასტუმროსთან 12:00 საათის შემდეგ მივა.
"12:00 საათზე პატრიარქი თბილისიდან გამოფრინდება, მივალთ სასტუმრო "ლეოგრანდთან" და პანაშვიდს გადავიხდით. ძალიან მძიმე, ტრაგიკული შემთხვევაა, ძალიან ვწუხვართ და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულების ოჯახებს", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
ბეჭდვა
1კ1