გიორგი ზვიადაძე - პატრიარქის მიერ მოსაყდრის დანიშვნა არ ნიშნავს, რომ მან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობა შეწყვიტა
 გიორგი ზვიადაძე - პატრიარქის მიერ მოსაყდრის დანიშვნა არ ნიშნავს, რომ მან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობა შეწყვიტა
კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოსაყდრის დანიშვნა არ ნიშნავს, რომ მან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობა შეწყვიტა - ეკლესიას უშუალოდ პატრიარქი მართავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მოსაყდრის დასახელების გადაწყვეტილება პატრიარქმა პიროვნულად და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მიიღო.

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში არის სპეციალური თავი, რომელიც პატრიარქის და მის უფლებამოსილებებს ეხება. მასში საუბარია მოსაყდრის შესახებ. ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, მოსაყდრის განსაკუთრებული ფუნქციები განსაზღვრული არ არის. ერთ-ერთი არსებითი ფუნქცია არის ის, რომ ღმერთმა მრავალი წელი სიცოცხლე შესძინოს პატრიარქის მოღვწეობას, რომელსაც უდიდესი დამსახურება აქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე, მხოლოდ მოსაყდრეს აქვს უფლება მოიწვიოს გაფართოებული კრება და წმინდა სინოდის სხდომა. როცა პატრიარქი ცოცხალი ბრძანდება, მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, მას აქვს უაღრესად ნათელი გონება და ის დღესაც მართავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მოსაყდრის დანიშვნა არ ნიშნავს, რომ მან შეწყვიტა მმართველობა. ეს იმას ნიშნავს, რომ პიროვნება შეიძლება მას დაეხმაროს, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უშუალოდ პატრიარქი მართავს. მოსაყდრის განსაკუთრებულ უფლებამოსილებებზე საუბარი არ არის და ეს არც იმას ნიშნავს, რომ მოსაყდრე ავტომატურად შეიძლება გახდეს საქართველოს მომავალი პატრიარქი. პატრიარქს წმინდა სინოდი ირჩევს და ამ არჩევაში მონაწილეობას მღვდელთმთავარები იღებენ", - განუცხადა ჟურნალისტებს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
ბეჭდვა
1კ1