ილია მეორე: მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ საქმეს
ილია მეორე: მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ საქმეს
ქაშვეთის ტაძარში გიორგობის სადღესასწაულო წირვა დასრულდა. წირვის დასრულებისას პატრიარქმა მრევლს მიმართა:
ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ გიორგობას. ეს არის ისტორიული გიორგობა.
წმინდა გიორგიმ ინება რომ გვყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფე შიო. მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ საქმეს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!
გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ, მაგრამ ღმერთი მფარველია ჩვენი. ორივე მხარეს არის მსხვერპლი. ჩვენ განვიცადეთ ეს მწუხარება. ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს, მერთმა გვაშოროს შინაური და გარეული მტერი.
ჩვენთან არს ღმერთი!
ბეჭდვა
1კ1