პატრიარქმა მის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა
პატრიარქმა მის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა
ქაშუეთში სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს მიმართა, დღევანდელი დღე მიულოცა და ბრძანება წაიკითხა, რომელიც უწმინდესის თქმით, დღეს დაიწერა.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი", - ნათქვამია ილია მეორის ბრძანებაში.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მესაყდრე შიო მუჯირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსია.
ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი 1969 წლის 1-ელ თებერვალს, თბილისში დაიბადა. 1993 წლის 5 იანვარს ბერად აღიკვეცა. 1995 წლის 19 აგვისტოს დიაკვნად აკურთხეს. ხოლო 1996 წლის 6 მაისს – მღვდლად. ეპისკოპოსად აკურთხეს 2003 7 სექტემბერს, მთავარეპისკოპოსობა ებოძა 2009 წლის 20 სექტემბერს, ხოლო მიტროპოლიტობა ერთი წლის შემდეგ, 2010 წლის 2 აგვისტოს.

ცნობისთვის, შიო მუჯირი სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტია.
ბეჭდვა
1კ1