13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, პატრიარქი მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის
13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, პატრიარქი მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის
13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის.

მოძრაობა "დავითიანის" ორგანიზებით მეტეხის ხიდზე 16:00 საათიდან გაიმართება შემოქმედებითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ხალხური ანსამბლები და ფოლკლორული გუნდები მიიღებენ.

კონცერტის შემდეგ ხიდზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე თეატრალური დადგმით შემოქმედებითი გაერთიანება "ეროვნული იმპერატივი" და საქართველოს "ხრიდოლის აკადემია" გამოვლენ, რომლებიც "ასი ათასი წამებულის დღეს" წარმოადგენენ. 17:00 საათზე კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის.

"საუკუნეების წინ ასი ათასი ქართველი სწორედ ამ დღეს შეეწირა წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას. ტრადიციულად ყოველ წელს საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბება მრევლი მეტეხის ხიდზე და ერთობლივი ლოცვით ჩვენს გმირ წინაპრებს პატივს მიაგებს", – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ბეჭდვა
1კ1