გამოვიღვიძოთ, ქართველებო! გამოვიღვიძოთ, თორემ დარჩენილი საქართველოდანაც აღარაფერი დაგვრჩება!
გამოვიღვიძოთ, ქართველებო! გამოვიღვიძოთ, თორემ დარჩენილი საქართველოდანაც აღარაფერი დაგვრჩება!
17 ოქტომბერს საქართველომ სოხუმის გმირები მიაბარა მიწას...
24 წლის შემდეგ სამშობლოს მიწამ ჩაიხუტა ღირსეული, ქედმოუხრელი, წაუქცეველი ბიჭები, მტერმა რომ ვერაფრით დააჩოქა...

აკი ამიტომაც ბრძანა პატრიარქმა: - მამულისთვის თავდადებულ გმირებს სამრეკლოდან სამგლოვიაროს ნაცვლად სადღესასწაულო ზარების რეკვა შეაგებეთო!

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ნეშტები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს, სადაც პანაშვიდი საქართველოს კათოლოკოს პატრიარქმა ილია მეორემ გადაიხადა.
აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
აფხაზეთიდან სულ 25 პირი ჩამოასვენეს.

ჩამოსვენებულთა შორის იყო სოხუმის გმირი გურამ გაბისკირია.
– დაიჩოქე და შეაგინე ქართველებს! – მიმართა გადამთიელმა ქ.სოხუმის მერს – გურამ გაბისკირიას...
– არასოდეს ცხოვრებაში! – იყო მერის პასუხი.



იქნებ არის დრო, ჩვენი შვილები ამ ადამიანების მაგალითებზე გავზარდოთ! იქნებ უკვე დაგვაგვიანდა კიდეც! იქნებ მასმედიის საშუალებებში ატეხილი ისტერია ე.წ "ბომონდის" ინტიმური ცხოვრების დეტალების გაშუქების ნაცვლად ასეთი ამბების გაშუქებით ჩავანაცვლოთ! ჩვენ თუ არ შევცვალეთ ჩვენი რეალობა, ჩვენი გარემო და ჩვენი შვილები, ვერაფერი გვიშველის!

KARIBCHE

დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის. უფალმა მოიხსენოს ამ გმირთა სახელები და განუსვენოს მათ სადაცა მართალნი განისვენებენ!

P. S. და მაინც გულდასაწყვეტია, რომ პატივის მისაგებად თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები მივიდნენ პროცესიაზე და სრულიად ერი გულგრილად შეხვდა ამ უდიდეს ეროვნულ მოვლენას. გამოვიღვიძოთ, ქართველებო! გამოვიღვიძოთ, თორემ დარჩენილი საქართველოდანაც აღარაფერი დაგვრჩება!

ბეჭდვა
1კ1