ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები რუსთავში ჩააბრძანეს
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები რუსთავში ჩააბრძანეს
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები რუსთავში ჩააბრძანეს. სიწმინდეს ქალაქის შემოსასვლელში შეკრებილი მრევლი მიეგება, რის შემდეგაც დედოფლის წმინდა ნაწილები წმ.ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს.
რუსთაველ მრევლს სიწმინდის მოლოცვა სამი დღის განმავლობაში, 17 ოქტომბრამდე შეეძლება.

სიწმინდის შემდგომი მოგზაურობის განრიგი ასეთია:

17-დან 19 ოქტომბერამდე - გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია.
19-დან 21 ოქტომბრამდე - ბოლნისის ეპარქია.
21-დან 23 ოქტომბრამდე - დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქია.
23-დან 25 ოქტომბრამდე - მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია.
25-დან 27 ოქტომბრამდე კი აგარაკ-წალკის ეპარქია.
27-29 ოქტომბერი ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია.
29-31 ოქტომბერი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია.
ბეჭდვა
1კ1