11 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
11 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
საპატრიარქოში ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა დაადასტურა.

მისი თქმით, წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები მხოლოდ მღვდელმთავრებისთვის არის ცნობილი. სხდომას ეყოლება მდივანი, რომელიც მოგვიანებით წმინდა სინოდის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

წმინდა სინოდის სხდომა წელს მეორედ იმართება. წმინდა სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს. სინოდი ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ძირითადად წელიწადში ორჯერ იკრიბება.

წმინდა სინოდის სხდომა 2017 წლის 9 მარტსაც გაიმართა, სადაც ერთ-ერთ საკითხად დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე განიხილეს.
ბეჭდვა
1კ1