30 სექტემბერს სოფელ კუმურდოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთობლივი მიმართვა გავრცელდა
30 სექტემბერს სოფელ კუმურდოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთობლივი მიმართვა გავრცელდა
ა.წ. 30 სექტემბერს სოფელ კუმურდოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთობლივი მიმართვა (5 ოქტომბერი, 2017 წელი)
ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების X ს-ის ტაძრის ეზოში, ა.წ. 30 სექტემბერს მოხდა ინციდენტი ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფსა და სამართალდამცავებს შორის.
პრობლემა გამოიწვია ამ ჯგუფის მცდელობამ, წინასწარი შეთანხმების გარეშე, ტაძრის ეზოში აღემართათ სომხური ტრადიციული ქვის ჯვარი – ხაჩკარი.

აქ 2015 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აწარმოებს სარესტავრაციო სამუშაოებს. არქეოლოგიური გათხრების დროს სხვა არტეფაქტებთან ერთად ტაძრის ეზოში აღმოჩნდა საფლავები და მიცვალებულთა ნეშტი, რომლებიც დროებით იქნა გადატანილი შერჩეულ ადგილას, სადაც მოსახლეობას გაუჩნდა ჯვრის აღმართვის სურვილი.

გაუგებრობა გამოიწვია გავრცელებულმა დეზინფორმაციამაც ტაძრის წარმომავლობის შესახებ. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია ადასტურებს, რომ ტაძარზე პრეტენზია არა აქვს და მას ქართულად მიიჩნევს.

წინაპრების საფლავისათვის პატივის მიგება სადავო არაა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ასწლეულების მანძილზე ტაძრის ეზოში ქართველებიც, სომხებიც და სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანებიც დაიმარხნენ და მათი პატივისცემა ყველა ჩვენგანის ვალია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ა.წ. 5 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენელთა შორის.

შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, შემდგომი სხდომების დროს განიხილონ და ურთიერთშეთანხმებით მიიღონ გადაწყვეტილება წამოჭრილ თემებთან დაკავშირებით, რომელსაც სამართლებრივი და რელიგიური დატვირთვის გარდა მორალური მნიშვნელობაც ექნება და ვითარების მშვიდობიანი დარეგულირების მაგალითი გახდება.
ყველას მოვუწოდებთ:

ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია და პროვოკაცია, – დაუშვებელი. დავიცვათ ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართულ-სომხური მეგობრობა, გამოვიჩინოთ წინდახედულობა და წამოჭრილი საკითხები კანონიერების და ქრისტიანული სიყვარულის გზით გადავწყვიტოთ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია
სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატი
ბეჭდვაელფოსტა
06.10. 2017
*
დადგით მაგრამ მხოლოდ ეკლესიის ტერიტორიის გარეთ.ქართველებს ყოველთვის ჩვენი გულკეთილობა და წინდაუხედაობა გვყუპავს.
06.10. 2017
გერა
რაღა გვიჭირს. რახან ეს ეკლესია იმ 600 ეკლესიის სიაში არ მოხვდა რასაც სომხები გვედავებიან ბედნიერები უნდა ვიყოთ? დროა ცოტა ქართულად დაიწყოს ხელისუფლებამაც და ეკლესიამაც აზროვნება და რაც მთავარია ქმედება.
სხვა სიახლეები
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
27.02.2022
ვგულშემატკივრობთ ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში, უკრაინელ ხალხს - ვლოცულობთ მათთვის და მშვიდობისთვის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე,
24.02.2022
საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler