გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ უძლურებაში მყოფი მიტროპოლიტი გიორგი
გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ უძლურებაში მყოფი მიტროპოლიტი გიორგი
"კარიბჭისთვის" ცნობილი გახდა, რომ ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი უძლურებაში იმყოფება, მას რამდენიმე დღის წინ ინსულტი განუვითარდა.

მიტროპოლიტი გიორგი გახლავთ ღვთისმეტყველების დოქტორი, მრავლის მომსწრე და მხილველი მაღალიერარქი...

მიტროპოლიტი გიორგი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ქიროტონიით ერთ-ერთი უხუცესი სასულიერო პირი ბრძანდება. მას 1971 წლის 23 ნოემბერს, მღვდლად დაასხა ხელი კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ მეორემ. არის ოთხი კათოლიკოს-პატრიარქის: მელქისედეკ მესამის, ეფრემ მეორის, დავით მეხუთისა და ილია მეორის მომსწრე, ხოლო უკანასკნელი სამის თანამსახური და თანამწირველი.

იყო საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი და მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი. მღვდელმთავრად ხელდასხმულია 1988 წელს. 2006 წლამდე მწყემსმთავრობდა ჭყონდიდის ეპარქიას, ხოლო 2006 წლის დეკემბრიდან ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მმართველია.

გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ უძლურებასა შინა მყოფი მაღალყოვლადუსამღვდელოესი ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი.

უფალმა გამოაჯანმრთელოს და დღეგრძელობა მიმადლოს მიტროპოლიტ გიორგის.


ბეჭდვა
1კ1