ვიმედოვნებთ, რომ შეიძლება მოლაპარაკებები გაგრძელდეს და სიწმინდის საქართველოში ყოფნის ხანგრძლივობა შეიცვალოს
ვიმედოვნებთ, რომ შეიძლება მოლაპარაკებები გაგრძელდეს და სიწმინდის საქართველოში ყოფნის ხანგრძლივობა შეიცვალოს
წმინდა ნაწილები 400 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად მოგზაურობს და პირველად არის საქართველოში. იმედს არ ვკარგავთ, რომ შეიძლება ღვთის კურთხევით წმინდა ნაწილებმა დაივანოს საქართველოში. ყველაფერი ღვთის ნებაზეა დამოკიდებული და ჩვენი ღვთისადმი რწმენაზე. თუ ღმერთი აკურთხებს, შეიძლება წმინდა ნაწილები დარჩეს სამშობლოში.

ჩვენი დიდმოწამის, ქეთევან დედოფლის ინდოეთიდან დროებით ჩამობრძანდებული წმინდა ნაწილები ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს ეპარქიებს მოივლის. ლუსკუმა წმინდანის ნაწილით 25 სექტემბერს კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში წაბრძანდა, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე წმინდა ქეთევანისათვის მლოცველებს იქ ეცათ თაყვანი.
ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე):

- ჩვენი ეპარქიისთვის გამორჩეული დღესასწაულების რიგია. ქეთევან დედოფლის ხსენება, ჯვართამაღლების დღე და იოსებ ალავერდელის ხსენების დღე. ალავერდობის რიგის დღესასწაულების დამაგვირგვინებელი, დიდი დღესასწაულია 1 ოქტომბერს, ბიძინა, შალვა და ელიზბარის ხსენების დღე.
დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილები ალავერდის საკათედრო ტაძარში 1 ოქტომბრის დღესასწაულის ჩათვლით იქნება. წირვის შემდეგ წმინდა ნაწილები გადაბრძანდება დედოფლისწყაროს რაიონში ანუ ხორნაბუჯისა და დედოფლის წყაროს ეპარქიაში, სადაც სიწმინდე რამდენიმე დღე დარჩება. წმინდა ნაწილის მოგზაურობა რადგან დაიწყო ქეთევან წამებულის ხსენებით კახეთში, ამიტომ პირველი რიგის ადგილები კახეთის ეპარქიები იქნება. შემდეგ უკვე წმინდა ნაწილები გადაინაცვლებს სხვა ეპარქიებში.
სიწმინდე საქართველოში ორი ქვეყნის, ინდოეთისა და საქართველოს მთავრობების შეთანხმების საფუძველზე ექვსი თვის განმავლობაში დარჩება. ვიმედოვნებთ, რომ შეიძლება მოლაპარაკებები გაგრძელდეს და სიწმინდის საქართველოში ყოფნის ხანგრძლივობა შეიცვალოს. გარკვეული დრო დაემატოს.
წმინდა ნაწილები 400 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად მოგზაურობს და პირველად არის საქართველოში ჩამოსული. იმედს არ ვკარგავთ, რომ შეიძლება ღვთის კურთხევით წმინდა ნაწილებმა დაივანოს საქართველოში. ყველაფერი ღვთის ნებაზეა დამოკიდებული და ჩვენი ღვთისადმი რწმენაზე. თუ ღმერთი აკურთხებს შეიძლება წმინდა ნაწილები დარჩეს სამშობლოში.
P.S
10 ნოემბერს, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში მიაბრძანებენ, როგორც "ლაივპრესს" ეპარქიის მდივანმა დიმიტრი ვეკუამ განუცხადა, სიწმინდე ორი დღის განმავლობაში იქნება დასვენებული ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში. ამ დღეების განმავლობაში, ეპარქიის სამღვდელოების მიერ აღვლენილ იქნება ერთობლივი წირვა და სავედრებელი პარაკლისები. 12 ნოემბერს კი სიწმინდე გადაბრძანდება სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში.


ბეჭდვა
1კ1