ილია მეორე - ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი წმინდანი, ასი ათასი მოწამე, თამარ მეფე, წმინდა ნინო, წმინდა ქეთევანი, როგორ შეიძლება ურწმუნო იყოს?!
ილია მეორე - ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი წმინდანი, ასი ათასი მოწამე, თამარ მეფე, წმინდა ნინო, წმინდა ქეთევანი, როგორ შეიძლება ურწმუნო იყოს?!
ქეთევან დედოფალი შეგვეწევა და უკეთესი ცხოვრება გვექნება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

ტაძარში წმინდა ქეთევან დედოფლის ნაწილები დააბრძანეს. პატრიარქმა მრევლს "ეს დიდებული დღე" მიულოცა. "ხშირად გვეკითხებიან, რატომ არის ქართველი ხალხი ასეთი მორწმუნე, ასეთი რელიგიური, ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი წმინდანი, ასი ათასი მოწამე, თამარ მეფე, წმინდა ნინო, წმინდა ქეთევანი, როგორ შეიძლება ურწმუნო იყოს?! დღეს მთელი ქართველი ხალხი თითქოს შეუერთდა ცას, ცა და ქვეყანა გამთლიანდა, ჩვენთან დაბრუნდა ჩვენი საყვარელი დედოფალი ქეთევანი. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც იღვაწა და იპოვა ეს წმინდა ნაწილები, ეს არიან სამღვდელოება, ასევე მადლობას ვწირავ ინდოეთის ხელისუფლებას, ელჩს", - განაცხადა პატრიარქმა.

მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კულტურის მინისტრს და მიხეილ გიორგაძეს მადლიერების ნიშნად ღვთისმშობლის ხატი უსახსოვრა. "ღმერთმა ინებოს, რომ ქეთევან დედოფლის ლოცვით დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო", - აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში ხვალ შუადღემდე დარჩება. შემდეგ კახეთში გადააბრძანებენ და "ასე შემოივლის მთელ საქართველოს და შეხედავს, როგორ ცხოვრობს საქართველო მის გარეშე".


ილია მეორე - ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი წმინდანი, ასი ათასი მოწამე, თამარ მეფე, წმინდა ნინო, წმინდა ქეთევანი, როგორ შეიძლება ურწმუნო იყოს?!
ბეჭდვა
1კ1