როდის სად მიაბრძანებენ დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილებს
როდის სად მიაბრძანებენ დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილებს
საიტზე მოგვდის ძალიან ბევრი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის სად მიაბრძანებენ წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილებს. ჩვენ გპირდებით, რომ როგორც კი გვექნება ხოლმე ამის შესახებ ინფორმაცია, გამოვაქვეყნებთ ჩვენს გვერდზე, ამიტომ გთხოვთ, თვალი ადევნოთ ახალ ინფორმაციებს.

ამ დროისთვის კი ცნობილია, რომ ორშაბათს, 25 სექტემბერს, 11 საათზე, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძრიდან გადაბრძანდება ავჭალაში - ქეთევან დედოფლის სახელობის ეკლესიაში, სადაც მრევლს შეეძლება პატივი მიაგოს მას, შემდეგ კი წაბრძანდება კახეთში - ალავერდში.

შეგვეწიოს წმინდა დიდმოწამე ქეთევანის მადლი!
ბეჭდვა
1კ1