დღეს ჩვილთა 50-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
დღეს ჩვილთა 50-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 50-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 661 ბავშვი გახდება. ამ დროისთვის უწმინდესს უკვე 32 635 ნათლული ჰყავს.

ნათლობა სამების ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს ნათლობის ჯვარი და მოწმობა გადაეცემათ, ნათლობის დასრულების შემდეგ კი დაახლოებით 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

ჩვილთა საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.

აღნიშნულის მიზანი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილ ოჯახებში მესამე და მომდევნო შვილები არიან.
ბეჭდვა
1კ1