ბოლო ინფორმაცია ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიიდან - ცეცხლი ყვიბისისკენაც ვრცელდება
ბოლო ინფორმაცია ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიიდან - ცეცხლი ყვიბისისკენაც ვრცელდება
მოგეხსენებათ, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში ხანძარი მძვინვარებს. "კარიბჭე" დაუკავშირდა ამ ეპარქიის მღვდელმსახურებს და სთხოვა მოეწოდებინათ ინფორმაცია ამ წუთებში არსებული მდგომარეობის შესახებ:

მდგომარეობა მართლაც მძიმეა, მოსახლეობა შეშინებულია, ცეცხლი სოფელ დაბასთან უკვე ახლოს არის, ასევე ვრცელდება ცეცხლის კერები ყვიბისის მიმართულებით. თუ 1 დღეში ვერ მოხდა ცეცხლის ლოკალიზება, საშინლება დატრიალდება. შვეულმფრენები მუშაობენ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ვერაფერს აკეთებენ, არავითარი შედეგი არ აქვს მათ მუშაობას. აქ საჭიროა უფრო აქტიური ზემოქმედება და სასწრაფოდ უნდა მიიღონ ზომები.

ჩევნს კითხვაზე, ხომ არ არის ტყის ცცხლმოდებულ მიდამოებში მონასტრები და ეკლესიები, გვიპასუხეს, რომ იქით არ არის ტაძრები, მაგრამ თუ ცეცხლი გავრცელდა ყვიბისის მიმართულებით, აქეთ ეკლესია-მონასტრებიც არის და მათაც დიდი საშიშროება ემუქრებათ.

ვთხოვთ მთავრობას, თუ საჭიროა მოსახლეობის ჩართულობა, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება - ჩვენს საიტს უამრავი ადამიანი უკავშირდება, რომლებიც მზად არიან ჩავიდნენ სტიქიის ზონაში.

ეპარქიაში გაძლიერებულად ლოცულობენ, ყოველდღიურად ტარდება წირვა-ლოცვა.
შევთხოვოთ დედა ღვთისმშობელს, მეოხ გვეყოს უფლის წინაშე, რათა მოწყალე უფალმა მოგვიტევოს შეცოდებანი და დაგვიცვას მოსალოდნელი განსაცდელისაგან.
ბეჭდვა
1კ1