აგლაძის ქუჩაზე, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში ხანძარი ლიკვიდირებულია
აგლაძის ქუჩაზე, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცეცხლი ეკლესიის ეზოში მდებარე ფარდულს გაუჩნდა, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, მოგვიანებით კი ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახს გადაედო.

ხანძრის შედეგად სულ 70 კვ.მ ფართობია დამწვარი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ბეჭდვა
1კ1