მხატვარი ბესიკ დუღაშვილი მონასტერშია
მხატვარი ბესიკ დუღაშვილი მონასტერშია
გუშინ გავრცელდა ცნობა მხატვარ ბესიკ დუღაშვილის გაუჩინარების შესახებ, ჩვენს საიტზე გამოვაქვეყნეთ მისი ბოლო პოსტი, რომელმაც მეტად ააღელვა საზოგადოება.
წაიკითხეთ:

ეძებენ უნიჭიერეს მხატვარს, ბესიკ დუღაშვილს

დღეს შევიტყვეთ, რომ ბესიკ დუღაშვილი კარგად არის, ერთ-ერთ მონასტერშია - ამის შესახებ მონასტრის მონოზონმა აცნობა ოჯახს.
ბესიკის ოჯახი დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც მათი ტკივილი და განსაცდელი გაიზიარა.
ეს შემთხვევა კი იქნებ მაგალითი იყოს ყველასთვის, რომ მეტად მივეფეროთ ერთმანეთს, მეტი სითბო მივცეთ, არ ვაგრძნობინოთ მარტოობა ამ გაუსაძლის წუთისოფელში.
უფალმა დაგლოცოს ამხელა სიყვარულისთვის, ჩვენო მკითხველო.
ბეჭდვა
1კ1