ეძებენ უნიჭიერეს მხატვარს, ბესიკ დუღაშვილს
ეძებენ უნიჭიერეს მხატვარს, ბესიკ დუღაშვილს
მეგობრებო, თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია უნიჭიერესი მხატვრის, კარიკატურისტის, ბესიკ დუღაშვილის შესახებ, გთხოვთ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: 5 99 542 544

მან 7 საათის წინ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

"როცა დაბადებიდან გესმის, რომ ხარ ნიჭიერი, როცა ცხოვრობ პრინციპით "ადამიანებო! გიყვარდეთ ერთმანეთი!", როცა ცხოვრების დევიზად გაქვს მარკ ტვენის სიტყვები:-"იცხოვრე ისე, რომ მესაფლავემაც დაიტიროს შენი სიკვდილი"... როცა აშენებ საკუთარ ბედნიერებას და ეს ბედნიერება თავისი ფუნდამენტიანად არათუ უბრალოდ გენგრევა, არამედ ქვეშ გიყოლიებს, გსრესს...
არა ბედნიერება, არა ოჯახი, არა წარმატებული კარიერა, არა... არა... არა...
და დგები დილემის წინაშე, რომ არჩევანი აღარ გაქვს...
მე გავდივარ... გავდივარ ამასოფლიდან დამარცხებული ცხოვრებასთან ჭიდილში!
გავდივარ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან...((
სუსტი და უმწეო აღმოვჩნდი ამდენ ბრძოლაში... KARIBCHE
მე კი უბრალოდ სიცოცხლე მინდოდა, ტკბილი ოჯახი, მოსიყვარულე, გამგები და გამტანი მეუღლე, საყვარელი საქმის კეთება... შვილების აწმყოთი და მომავლით ტკბობა... მშვიდი სიბერე...
დე მე ვიყო ბოლო...
შემინდეთ... და მომიხსენიეთ ლოცვებში
წავედი! თქვენი ბესიკ (ტატო) დუღაშვილი"

ტელეფონი სახლში დატოვა და შეშფოთებული ოჯახის წევრები და მეგობრები ყველგან ეძებენ. ერთ-ერთი ვერსიით, შეიძლება იყოს მონასტერში. თუ გაქვთ ვინმეს ინფორმაცია, დარეკეთ. 
გთხოვთ ლოცვით შევეწიოთ, მეგობრებო! მშვიდობა, ნათელი გონება მიმადლოს უფალმა, დედა ღვთისმშობელმა დაიფაროს ყოველგვარი განსაცდელისგან...

ეს მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია - შოთა რუსთაველი

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1