გარდაიცვალა მამა შიო (ჯოხაძე)
გარდაიცვალა მამა შიო (ჯოხაძე)
2 საათის წინ გარდაიცვალა საგურამოს წმინდა ილია მართლის მონასტრის მღვდელმონაზონი შიო (ჯოხაძე). რამდენიმე თვის წინ "კარიბჭის" გვერდზე გავავრცელეთ მისი სულისშემძვრელი გალობა, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერავინ უსმენდა და დიდი გამოხმაურებაც მოყვა.
მამა შიო წიწამურის მშენებარე მონასტერში გულის შეტევით გარდაიცვალა და ამ წუთებში იქ არის დასვენებული. საღამოს კი წმინდა ილია მართლის მონასტერში გადაასვენებენ.

უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი. გთხოვთ თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული მღვდელმონაზონი შიო.

მამა შიოს ეს სავედრებელი ღვთისმშობლისადმი ნუგეშად დარჩება ყველას, ვინც მას იცნობდა. შეისმინოს დედა ღვთისმშობელმა თქვენი გულიდან ამოსული ლოცვა, მამაო! გადაგირჩინოთ განსაცდელში მყოფი საქართველო! ნათელში იყავით!




ბეჭდვა
1კ1