მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია განცხადებას ავრცელებს
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია განცხადებას ავრცელებს
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია ძალზედ ნეგატიურად აფასებს ქალაქ მარნეულში, ცენტრალური მოედნიდან თეთრიწყაროსკენ მიმავალ გზასთან სიახლოვეს, მაღლობზე მდებარე ახლად რესტავრირებულ წმ.გიორის სახელობის ტაძრის რამდენჯერმე დაზიანებისა და შელახვის ვანდალურ და ბარბაროსულ აქტს, რის გამოც აქვს გონივრული მოლოდინი, რომ ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან მოყვება შესატყვისი მორალური პასუხი ამ ყოვლად დასაგმობ ფაქტს, რითაც თვალნათლივ უნდათ მოქმედ პროვოკატორებს დისონანსი შეიტანონ და ჩრდილი მიაყენონ მარნეულში ერების მრავალკონფესიურ სამეზობლო ურთიერთთანაცხოვრების დიდ ისტორიულ და ეთნო-კულტურულ სიღრმისეულ ტრადიციებს, რადგანაც სწორედ ჩვენი ახლად აღდგენილი ისტორიული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია წარმოადგენს მისი მღვდელთმთავრის და სამღვდელოების სანიმუშო დამოკიდებულებით ტოლერანტული ურთიერთობებისა და ხალხთაშორისი მშვიდობის ნათელ მაგალითს.

KARIBCHE KARIBCHE

აქ საუკუნეების განმავლობაში მრავალ ეთნოსთა თანაცხოვრებით ჩამოყალიბდა იმგვარი მრავალკონფესიური და მრავალეთნიკური ურთიერთობები, რომ ამ ვანდალების და პროვოკატორების ბნელი მზაკვრული ზრახვები არასოდეს ჰპოვებს აღსრულებას. ვფიქრობთ, ეს საჯარო განცხადება მოიტანს შესაბამის გამოხმაურებას ადგილობრივ მრავალეთნიკურ საზოგადოებაში და მოხდება იმის გაანალიზება სათანადო ორგანოებისგან, რომ ამ რეგიონში მშვიდი ვითარების ამგვარი პროვოკაციული ქმედებით არევა თუ ვის ინტერესში უნდა შედიოდეს.

ისევ განვმეორდებით,რომ არ ყოფილა სხვა კონფესიათა საკულტო ნაგებობების შელახვის არც ერთი მსგავსი შემთხვევა ეპარქიის უახლოეს ისტორიაში, გარდა მართლმადიდებლური ქრისტიანული წმიდა სალოცავი ტაძრების არაერთხელ წაბილწვის და შელახვისა, რაც აუცილებლად მოითხოვს თანაზომიერ მყისიერ, როგორც სამართლებრივ, ისე ზნეობრივ რეაგირებას ჩვენი საზოგადოების მხრიდან, რათა არ მოხდეს მომავალში მსგავსი აღმაშფოთებელი ფაქტების განმეორება, რაც პირდაპირ ურტყავს ჩვენს ჭეშმარიტ ხალხთაშორის კულტურულ-რელიგიურ-ეთნიკურ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს.

KARIBCHE KARIBCHE

აქვე,მოვუწოდებთ,ეპარქიის მრავალეთნიკურ საზოგადოებას ურთიერთკულტურათა და რელიგიათა პატივისცემისაკენ, რათა მავანმა არ შეძლოს მყარ საფუძველზე აღმოცენებულ ჩვენს მრავალსაუკუნოვან საერო ურთიერთობებში შეიტანოს დესტრუქცია რაიმე სახით...
ბეჭდვაელფოსტა
28.06. 2017
ავთო
ამას ეს განცხადება არ შველის, პირიქით წაახალისებს ბოროტს. უნდა დაიჭირონ და სამგალითოდ დასაჯონ
28.06. 2017
ქართველი
ჩვენი ბრალია ყველა თავზე რომ დავისვით, ხმისამოღებაც კი გვეზარება!მაგის ჩამდენი უნდა დაისაჯოს უმკაცრესად!
სხვა სიახლეები
13.11.2017
თბილისის მერი კახა კალაძე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, გუშინ უწმინდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა.
11.11.2017
13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის.
10.11.2017
იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე მესამე იერუსალიმში ქრისტიანული ეკლესიის მოსალოდნელი მორიგი დევნის შესახებ საუბრობს.
03.11.2017
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მთელს საქართველოში მოგზაურობს. გთავაზობთ მოგზაურობის შემდგომ განრიგს:
03.11.2017
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის და მეუფე ილარიონის ამავე ეპარქიაში მღვდელმთავრად გამორჩევის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით 3 ნოემბერს, მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება   მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშილი) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად   აღავლინა.
01.11.2017
დღეს, 2017 წლის 1 ნოემბერს გაიმართა ლოცვითი მსვლელობა წმინდა გაბრიელ ბერის სახლიდან სამთავროს დედათა მონასტრამდე. მსვლელობა შეასრულა დედა პარასკევამ მრევლთან ერთად და მას მამა გაბრიელის გზა ეწოდა.
27.10.2017
ძვირფასო საზოგადოებავ!...
მოგეხსენებათ, სოფელ ახკერპის სიახლოვეს მდებარეობს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მთავარი ისტორიული საკათედრო ტაძარი – ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსი,
21.10.2017
17 ოქტომბერს საქართველომ სოხუმის გმირები მიაბარა მიწას...
24 წლის შემდეგ სამშობლოს მიწამ ჩაიხუტა ღირსეული, ქედმოუხრელი, წაუქცეველი ბიჭები, მტერმა რომ ვერაფრით დააჩოქა...
16.10.2017
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები რუსთავში ჩააბრძანეს. სიწმინდეს ქალაქის შემოსასვლელში შეკრებილი მრევლი მიეგება, რის შემდეგაც დედოფლის წმინდა ნაწილები წმ.ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს.
12.10.2017
57 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინომსახიობი - ლიკა ქავჟარაძე. ლიკა ქავჟარაძეს ქართულ კინემატოგრაფში შესრულებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი როლი, მაგრამ მის მიერ შექმნილი "მარიტას" სახე სამუდამოდ აღიბეჭდა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
მხოლოდ განწმენდილ ადამიანს შეუძლია, ნათელი მისცეს სხვას
ამ ძალზე საგულისხმო წერილის ავტორი ახალგაზრდა რუმინელი ბერი ალექსი ცირდეაა, რომელიც რამდენჯერმე საქართველოსაც ესტუმრა.