ილია მეორე - კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გავაძლიეროთ ლოცვა, რათა ბოროტმა ძალამ საქართველოს დაპყრობა ვერ შეძლოს
ილია მეორე - კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გავაძლიეროთ ლოცვა, რათა ბოროტმა ძალამ საქართველოს დაპყრობა ვერ შეძლოს
კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გავაძლიეროთ ლოცვა, რათა ბოროტმა ძალამ საქართველოს დაპყრობა ვერ შეძლოს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

უწმინდესმა ღირსი იოანე (თორნიკე) მთაწმინდელის ღვაწლის შესახებ ისაუბრა, რომელმაც, მისი თქმით, ფაქტობრივად გადაარჩინა ბიზანტიის იმპერია.
"დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ მის დღეს და მისი ღვაწლით, მისი ვედრებით, ღმერთმა დალოცოს და გაათავისუფლოს ხილული და უხილავი მტრებისაგან საქართველო და საქართველოს ეკლესია", - აღნიშნა პატრიარქმა.
ბეჭდვა
1კ1