12 ივლისს, პეტრეპავლობის დღესასწაულზე, ქანდაში პავლე მოციქულის წმინდა ნაწილებს გამოაბრძანებენ
12 ივლისს, პეტრეპავლობის დღესასწაულზე, ქანდაში პავლე მოციქულის წმინდა ნაწილებს გამოაბრძანებენ
სოფელ ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბით-ხარიბი) ასეთ სასიხარულო განცხადებას ავრცელებს:
ჩემო ქრისტეს მიერ დანო და ძმანო, მინდა გახაროთ, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მე ჩავდიოდი სხვადასხვა ქვეყნებში და ვთხოვდი მამებს, რომ შემოეწირათ, თუ ვინმეს ჰქონდა წმინდა მოციქულ პავლეს წმინდა ძვლის ნაწილები. ასე ნამცეც-ნამცეც ჩვენ გვწირავდნენ მის წმინდა ნაწილებს, შემდგომ ქართველმა ემიგრანტებმა მთხოვეს, რომ ამ ნაწილებისთვის სანაწილე შემოეწირათ, რაც განძად დარჩება საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. მე ჩავედი მათთან საზღვარგარეთ, ვესაუბრე მათ, შემდგომ მოვინახულე უწმინდესი და მივიღე ლოცვა-კურთხევა, რომ შემესრულებინა ქართველი ემიგრანტების მოთხოვნა და მათ დაამზადებინეს სანაწილე - ის გახლავთ ხელის ფორმის, დამზადებული არის ოქროსგან. მასში ჩაბრძანდა პავლე მოციქულის ნაწილები. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით პავლე მოციქულის წმ. ნაწილები გამობრძანდება მხოლოდ წელიწადში ერთ დღეს, 12 ივლისს, პეტრეპავლობის დღესასწაულზე, წმინდა წირვის შემდეგ, ჩვენთან - 13 ასურელი მამის მონასტერში, ამიტომ გელით დიდი სიყვარულით და დიდი სიხარულით. წმინდა მოციქულთა მადლი გვეწეოდეს, ჩემო ქრისტეს მიერ დანო და ძმანო. მიყვარხართ ძალიან და ველოდები ამ დღეს დიდი სიხარულით და ძალიან ვღელავ.
ბეჭდვა
1კ1