ილია მეორე - დღეს ხშირი შემთხვევაა, როცა აკრიტიკებენ ეკლესიას - ამის არ უნდა შეგვეშინდეს
ილია მეორე - დღეს ხშირი შემთხვევაა, როცა აკრიტიკებენ ეკლესიას - ამის არ უნდა შეგვეშინდეს
დღეს ხშირი შემთხვევაა, როცა აკრიტიკებენ ეკლესიას. არ უნდა შეგვეშინდეს ამის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია არის ნავსაყუდელი. ეკლესია არის ის ძალა, რომელიც ბოროტებას სიკეთედ აქცევს. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უფრო რთული და მძიმე წლები გამოუვლია ეკლესიას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: კლდესა ამას ზედა დავაარსო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ყველაფერი კარგად იქნება. მომავლის იმედით უნდა ვიყოთ",- აღნიშნა პატრიარქმა.
ბეჭდვა
1კ1