სამყარო სიგიჟის ზღვარზეა - ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ერთსქესიანთა ქორწინება ვერ დააკანონონ ჩვენს ქვეყანაში
სამყარო სიგიჟის ზღვარზეა - ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ერთსქესიანთა ქორწინება ვერ დააკანონონ ჩვენს ქვეყანაში
კოლუმბიაში პირველად სამმა მამაკაცმა ოფიციალური ქორწინება გააფორმა. ხელისუფლებამ ამ ახალ კავშირს მიანიჭა ყველა სამოქალაქო უფლება, რაც ტრადიციულ ოჯახებს გააჩნიათ.

პარტნიორებმა ხელი მოაწერეს იურიდიულ დოკუმენტებს ქალაქ მედელინში 12 ივნისს. ერთმანეთზე დაქორწინდნენ მსახიობი ვიქტორ უგო პრადა, სპორტული მწვრთნელი ჯონ ალექსანდრო როდრიგესი და ჟურნალისტი მანუელ ხოსე ბერმუდესი.

იურისტმა და უფლებადამცველმა გერმან პერფეტიმ აღნიშნა, რომ კოლუმბიაში უკვე არსებობდა სამი ერთსქესიანი ადამინისგან შედგენილი ოჯახები, მაგრამ ეს ოფიცილურად დარეგისტრირებული პირველი ოჯახია. "ეს იმის აღიარებაა, რომ არსებობს განსხვავებული ტიპის ოჯახებიც" - განაცხადა მან.

2016 წელს კოლუმბია გახდა მეოთხე სამხრეთამერიკული ქვეყანა (არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის შემდეგ), სადაც ერთსქესიანი ქორწინება დააკანონეს. ერთი წლით ადრე კი მოუხსნეს შეზღუდვები ჰომოსექსუალ წყვილებს ბავშვის შვილად აყვანისას.

ბრაზილიაში 2013 წლიდან არის დაკანონებული ერთი სქესის 3 ადამიანის ქორწინების რეგისტრაცია - როგორც მამაკაცების, ასევე ქალებისა.

ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს ბნელად... ვაი დამნაშავის გამამართლებელს (ეს. 5,20,23)



ბეჭდვა
1კ1