რომის პაპი მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის ურთიერთობის პროგრესით კმაყოფილია
რომის პაპი მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის ურთიერთობის პროგრესით კმაყოფილია
ვატიკანის რადიო იტყობინება, რომ პაპმა ფრანცისკემ წერილი მისწერა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს წმინდა ბართლომეს დღესასწაულთან დაკავშირებით. გზავნილში პაპი იმედოვნებს, რომ კათოლიკეები და მართლმადიდებლენი დაახლოვდებიან.

"კათოლიკეებმა და მართლმადიდებლებმა უნდა გააგრძელონ გზა სრული ერთიანობისაკენ, ერთად იღვაწონ მშვიდობის, თანამშრომლობისა და დიალოგისათვის ყველა დონეზე", - ნათქვამია წერილში.

პაპი ფრანცისკე ასევე იხსენებს პატრიარქთან შეხვედრას ეგვიპტეში და ხაზს უსვამს, რომ "ძმური, მჭიდრო კავშირი ქრისტიანებს შორის მთელი მსოფლიოსთვის დამაიმედებელი და სიმშვიდის მომტანია".


ბეჭდვა
1კ1