როდის იქნება საყოველთაო ნათლობის მორიგი ეტაპი?
როდის იქნება საყოველთაო ნათლობის მორიგი ეტაპი?
როდის იქნება საყოველთაო ნათლობის მორიგი, 49-ე ეტაპი? ამ კითხვით ჩვენი ვებ-გვერდის არაერთმა მომხმარებელმა მოგვმართა. ვესაუბრეთ ნათლობის სარეგისტრაციო კომისიის წარმომადგენელს და მან ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა: "ნათლობის ზუსტ თარიღს თავად პატრიარქი ადგენს და ჯერ ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა დაახლოებით ალბათ მარხვის დასრულების პერიოდისთვის იქნება. ნათლობის თარიღის დაზუსტების შემდეგ რამდენიმე დღით ადრე გამოცხადდება საბუთების მიღება."

ჩვენის მხრივ გპირდებით, რომ ამ ინფორმაციას ჩვენს გვერდზე მაშინვე განვათავსებთ. ასე, რომ თვალი ადევნეთ გვერდის სიახლეებს.
მანამდე კი შეგიძლიათ მოამზადოთ საჭირო საბუთები:

• მშობლების პირადობის მოწმობების ასლები
• მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები
• შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები
• მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით
ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით
ბეჭდვა
1კ1