შევეწიოთ 12 მოციქულის ტაძრის მშენებლობას, რითიც შეგვიძლია
შევეწიოთ 12 მოციქულის ტაძრის მშენებლობას, რითიც შეგვიძლია
ცოტა ხნის წინ "კარიბჭე" გატყობინებდათ, რომ სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის - მეუფე სვიმეონის კურთხევით, ხაშურში, მე-7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შენდება 12 მოციქულის სახელობის ტაძარი. მშენებლობას ხელძღვანელობს მამა ლევან ახვლედიანი. საშენი მასალების დეფიციტის გამო მშენებლობა შეჩერებული იყო და კეთილი ადამიანების დახმარება იყო საჭირო საქმის გაგრძელებისთვის.

"კარიბჭის" გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციას მართლაც მოჰყვა რამდენიმე ადამიანისგან რეაგირება და მათი დახმარებით ტაძრის კედლები უკვე ამოყვანილია. გვინდა მშენებლების და მისი ორგანიზატორების სახელით მადლობა ვუთხრათ მათ, ვინც თუნდაც 1 ლარით შეეწია ამ მადლიან საქმეს. უფალმა შეგიწიროთ და სიკეთით ასმაგად დაგიბრუნოთ ყოველი შენაწირი.

მალე უნდა დაიწყოს ტაძრის გუმბათის სამუშაოები. საჭიროა არმატურა და სხვა სამშენებლო მასალა.

მოდით, კიდევ ერთხელ დავდგეთ ერთად, მეგობრებო! შევეწიოთ ტაძრის მშენებლობას, რითიც შეგვიძლია.
12 მოციქულის მადლმა გაგაძლიეროთ!

შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ამ ანგარიშზე:
GE50BG0000000550190700
მიმღები მალხაზ ნოზაძე

ტელ.: 598 61 45 66 - მამა ლევანი.
ბეჭდვა
1კ1