ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
უბედური შემთხვევა მოხდა ბორჯომის რაიონში, ქვაბისხევში - გორის მესამე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა.
ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.

ქვაბისხევში სკოლის წარმომადგენლები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. პედაგოგების თქმით, მათ ამ ადგილის მონახულება შოთა რუსთაველის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გადაწყვიტეს, რადგან ეკლესიაში, სავარაუდოდ, შოთა რუსთაველისა და მისი დედის ფრესკებია (წარწერით ,,შოთაი და იაი") გამოსახული.

გარდაცვლილი, თამარ გოზალიშვილი, გუშინ გვიან სახლში გადაასვენეს.

KARIBCHE,,ძალიან სამწუხარო ამბავი შეგვემთხვა. მხოლოდ მასწავლებლები ვიყავით ექსკურსიაზე, ასეთი ტრაგიკული აღმოჩნდა ჩვენი სკოლისთვის სასწავლო წლის დამთავრება." - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

გამოცემის ცნობით, ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

უფალმა შეიწყალოს ახალშესვენებულის სული და დაამკვიდროს იგი, სადაცა მართლანი განისვენებენ.
ბეჭდვა
1კ1