ანგლიკანური აღმსარებლები მალე გეი-ქორწინებას დააკანონებენ
ანგლიკანური აღმსარებლები მალე გეი-ქორწინებას დააკანონებენ
შოტლანდიის ე.წ ეპისკოპალური ეკლესია აპირებს შეცვალოს რწმენის დოგმატები ერთსქესიანთა ქორწინების სასარგებლოდ. შვიდიდან ექვსი ადგილობრივი სინოდი თანახმაა, განიხილოს ეს საკითხი. ამის შესახებ Christiantoday იტყობინება.

8-10 ივნისს ჩატარდება შოტლანდიის ე.წ. ეპისკოპალური ეკლესიის გენერალური სინოდის სხდომა, სადაც სავარაუდოდ გააუქმებენ ქორწინების განმარტებას, როგორც "ერთი ქალისა და ერთი მამაკაცის ფიზიკურ, სულიერ და მისტიკურ ერთობას".

ახალი სწავლება კი ამტკიცებს, რომ "ბუნებაში არსებობს ქორწინების სხვადასხვაგვარი გაგება, თუმცა სასულიერი პირი ვალდებული არ არის რომელიმე ქორწინება აღასრულოს თავისი სინდისის წინააღმდეგ".

გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სინოდის სამივე სექციის - ეპისკოპოსთა, სამღვდელოების და ერისკაცთა - ორმა მესამედმა. თუმცა შიდა წყაროები იტყობინებიან, რომ უკვე არსებობს ამ გადაწყვეტილების მიღების დიდი ალბათობა.

ანგლიკანთა კონსერვატიული ნაწილი უარყოფითად აფასებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რაც შესაძლოა სერიოზული განხეთქილების საფუძველი გახდეს.

შოტლანდიელი ეპისკოპოსები კი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ.   




ბეჭდვა
1კ1