,,ეს იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!"
,,ეს იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!"
ლადო ასათიანისა და მირზა გელოვანის 100 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია

- ვინ თქვა სოფელში პატარა სკოლა, ვინ მოიგონა სიმცირე მისი? მაპატიოს სიმონ ჩიქოვანის სულმა სამშობლოზე ნათქვამი რომ გადავაკეთეთ, მაგრამ სოფელი და სოფლის სკოლაც ხომ სამშობლოა, სამშობლოსავით მოსაფერებელი, დასაცავი და საპატრონო. ნეტავი ყველას ენახა და მოესმინა ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში გამართული საბავშვო კონფერენცია. ლადო ასათიანსა და მირზა გელოვანს 100 წელი უსრულდებათო და პატარა ჭალელებმა არც თვითონ მოისვენეს, არც დირექცია, ამოასუნთქეს, განსაკუთრებით ფილოლოგები გააოცეს ბავშვური მონდომებით და XI კლასის წარჩინებული მოსწავლის, ნოდარ მაყიშვილის იდეას, ლადოს და მირზას შემოქმედებას კონფერენცია მივუძღვეს. ხორცი ,,ერთობის ძალით" შეესხა,- მიამბობს ქვემო ჭალის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ირმა-ელისაბედ ზაქარიაშვილი.

მისივე თქმით, საამილახვრო ჭალაში - ,,სტუმრის პატივი XI მცნებაა! ჭალელმა მოსწავლეებმა მეზობელი სოფლის, სამთავისის საჯარო სკოლის ბავშვები მოიპატიჟეს: - ,,ერთად ვახსენოთო : ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, ალექსანდრე საჯაია, გურამ რჩეულიშვილი... ერთად წარმოვთქვათო სიცოცხლის სადღეგრძელო და ერთხმად გამოვუცხადოთო დაცემულ, ბნელ ძალებს მანიფესტი : ,,თავს არ მოიკლავს ქართველი არა!" უსმენ უმანკო ბავშვების კროლვითა და განცდით წაკითხულ პოეზიას, ლადოს ლექსებზე შექმნილ სიმღერებს, გაოცებს ზეპირად გადმოცემული ვრცელი თემების თხრობა. უმზერ თბილი თითებით დახატულ პოეტების პორტრეტებს, ლადოს სათაყვანებელ - ყაყაჩოებს და მირზას ია-იებს. როგორ არ აღიარებ მომავალი თაობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების უდიდეს უნარ-ჩვევას. შევყურებთ ,,PowerPoint-ში" ნამუშევარ 70 ფოტო - სლაიდს. უდიდეს ესტეთიკურ ტკბობას ეძლევი და უმალ გახსენდება მურმან ლებანიძის სიტყვები: ,,ახალგაზრდობა სიახლე ერის და სიახლე ქვეყნის, ახალგაზრდობა ვერ აღავსებს იმედით ვისაც დაღუპულია იმისი საქმე."

KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1