გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია აბიტურიენტთა მიღებას აცხადებს
გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია აბიტურიენტთა მიღებას აცხადებს
გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2017-2018 ს/წ შემდეგ ფაკულტეტებზე:
1. გელათის სასულიერო აკადემია (მაგისტრატურა) სწავლის ხანგრძლივობა 3 წელი
მაგისტრატურაში მიიღებიან ვაჟები 35 წლამდე უმაღლესი განათლებით.

აბიტურიენტები აბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში:

1. ქართული ენა და ლიტერატურა (ტესტირება)
2. საქართველოს ისტორია (ზეპირი)
3. ქრისტიანულლი მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი)
4. უცხო ენა (ტესტირება)
5. წმიდა წერილი (ზეპირი)

2. გელათის სასულიერო სემინარია (ბაკალავრიატი) სწავლის ხანგრძლივობა 4 წელი
ბაკალავრიატში მიიღებიან ვაჟები 35 წლამდე სრული საშუალო განათლებით.
აბიტურიენტები აბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში:
1. ქართული ენა და ლიტერატურა (ტესტირება)
2. საქართველოს ისტორია (ზეპირი)
3. ქრისტიანულლი მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი)
4. უცხო ენა (ტესტირება)

3. ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი (ბაკალავრიატი) სწავლის ხანგრძლივობა 4 წელი
ბაკალავრიატში მიიღებიან ვაჟები და გოგონები სრული საშუალო განათლებით ასაკით 35 წლამდე.
აბიტურიენტები აბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში:
1. ქართული ენა და ლიტერატურა (ტესტირება)
2. საქართველოს ისტორია (ზეპირი)
3. ქრისტიანულლი მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი)
4. უცხო ენა (ტესტირება)
შენიშვნა: ბაკალავრიატში სწავლის მსურველები ერთ საგანს-ქართულ ენასა და ლიტერატურას აბარებენ ეროვნული გამოცდებით.

აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ:
1. თხოვნა რექტორის სახელზე
2. ავტობიოგრაფია
3. განათლების მოწმობის დედანი და ქსეროასლი (ნოტარიულად დამოწმებული)
4. ფოტოსურათი 3ხ4 (ცალი თავისი ელექტრონული ვერსიით)
პირადობის მოწმობის დედანი და ქსეროასლი
5. ვაჟებმა სამხედრო ბილეთი (ნოტარიულად დამოწმებული)
6.მოძღვრის დახასიათება-რეკომენდაცია (მოძღვრის მისამართისა და ტელეფონის მითითებით) დამოწმებული შესაბამისი ბეჭდით.
შენიშვნა: მოძღვრის დახასიათება-რეკომენდაცია დამოწმებული უნდა იყოს ეპარქიის მღვდელმთავრის რეზოლუციით.

საბუთების მიღება: 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით
24 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით

მისაღები გამოცდების ჩატარების თარიღი: 1 სექტემბრიდან 11 სექტემბრამდე
P.S. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ მისამართზე: ქ. ქუთაისი ფელიქს ვარლამიშვილის ქ. N27 ტელ:0431249690

mail: info@gta.edu.ge; gelati.academy@yahoo.com
სასულიერო აკადემიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე: გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია.

გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია

ბეჭდვა
1კ1