ათონზე სიტუაცია დაიძაბა - ბერებს, რომლებიც მსოფლიო პატრიარქის მოხსენიებაზე უარს ამბობენ, წმინდა მთიდან გააძევებენ
ათონზე სიტუაცია დაიძაბა - ბერებს, რომლებიც მსოფლიო პატრიარქის მოხსენიებაზე უარს ამბობენ, წმინდა მთიდან გააძევებენ
ათონელმა ბერებმა, რომელთაც მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება შეწყვიტეს, მიიღეს შეტყობინება, რომ უნდა დატოვონ თავიანთი სენაკები. იმ ბერების რიცხვმა, რომლებიც არ ეთანხმებიან კრეტის კრების გადაწყვეტილებებს და კონსტანტინოპოლის ეკუმენურ პოლიტიკას, 100-ს გადააჭარბა. ზოგიერთი მათგანი უარს ამბობს სენაკის ნებაყოფლობით დატოვებაზე, ამიტომ მათი გაძევება ათონიდან ძალისმიერი მეთოდებით მოხდება, რაც დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს მართლმადიდებელ მსოფლიოში.

კრეტის მსოფლიო კრება ათონიდან სერიოზული ოპოზიციას შეხვდა. კრების წინ წმინდა მთის ზოგიერთი მონასტერი და წმინდა კინოტი კრებაზე განსახილველი დოკუმენტების კრიტიკით გამოვიდნენ. კრების დასრულების შემდეგ კი 50-ზე მეტი განდეგილმა ბერმა (მათ შორის ავტორიტეტული ბერდიდი გაბრიელ კარეელი) კინოტისადმი (კინოტი ათონის მმართველობის ორგანოა) და ათონის მონასტრების იღუმენებისადმი გაგზავნილ ღია წერილში "წმინდა დიდ კრებას" "ავაზაკთა" და "ანტიმართლმადიდებლური" კრება უწოდეს და ყველას მოუწოდეს, შეეწყვიტათ მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება.

ბერებმა მოუწოდეს კინოტს, მოეწვიათ წმინდა სინაქსისი (კრება) ერთადერთი თემის განსახილველად - რათა დაეგმოთ კრეტის კრების ტექსტები. წერილში ხაზგასმული იყო, რომ ბერებმა შეისწავლეს ე.წ. "წმინდა და დიდი კრების ტექსტები, აგრეთვე ცნობილი ღვთისმეტყველებისა და იერარქების პასუხები... დასკვნა ის არის, რომ კრება იყო ანტიმართლმადიდებლური, ავაზაკური და ერეტიკული".

მიმართვის ავტორები აღნიშნავდნენ, რომ კრებამ "ახლებური მიდგომები დაამკვიდრა პრაქტიკაში", არ შეკრიბა ყველა ეპისკოპოსი და დაარღვია მართლმადიდებლური კრებითობა, გამოიყენა ანტიმართლმადიდბელური მეთოდები. "მართლმადიდებელ საზოგადოებას არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, დამალული იყო წინასაკრებო პროცესის გადაწყვეტილებები" - აღნიშნავდნენ წერილის ავტორები.

ათონელებმა განაცხადეს, რომ კრებამ ოფიციალურად ყველა დონეზე დააკანონა ეკუმენიზმის ერესი, სხვა ერესებმა კი "ბოლოსდა ბოლოს მიაღწიეს მიზანს - სექტების ეკლესიებად აღიარებას", ანუ "პაპიზმი და სხვა ერეტიკული მიმდინარეობები მოიხსენიეს ეკლესიებად და არა ერესად". წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ კრებამ უგულებელჰყო ბერობის როლი, განსაკუთრებით კი ათონის წმინდა მთის დამოკიდებულება პაპიზმისა და ეკუმენიზმისადმი.

"ამიტომ გთხოვთ და მოველით, რომ განიხილავთ ამას, როგორც თქვენს სულიერ მოვალეობას და მოიწვევთ საგანგებო ორმაგ სინაქსისს, რათა ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, ამ კრებას ერეტიკოსთა, არაკანონიკური და ავაზაკთა კრება ეწოდოს" - ნათქვამია წერილში.

ბერები ამბობდნენ, რომ თუ კინოტი ამას არ იზამს, მაშინ ისინი იძულებულნი იქნებიან თავად იმოქმედონ და შეწყვიტონ კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოხსენიება ღვთისმსახურებაზე.

ღია წერილს ხელი მოაწერეს დიდი ლავრის, ვათოპედის, ქილანდარის, ყუთლუმუშის, სტავრონიკიტას, ფილოთეოსის მონასტრების ბერები, აგრეთვე კარეესის, კაფსალის და სხვადასხვა სკიტებში მოღვაწე ბერებმა.

აქვე წაიკითხეთ: 60 ათონელი ბერი კრეტაზე ჩატარებულ კრებას გმობს

წყარო: http://www.vimaorthodoxias.gr/
და http://agionoros.ru/

 

ბეჭდვაელფოსტა
07.06. 2020
ემზარი
ამ ათონში ვერ გაიგეს რომ პოლიტიკაში თუ უნდოდათ მოსვლა შესულიყვნენ პარტიებში, თუ ქრისტეს მოძღვრებას მსახურობენ, კეთილი ინებონ და ემსახურონ... არ აწყობთ? დატოვონ ის მონასტრები და იამპარტავნონ მერე თავიანთი სატანური იდეებით
30.11. 2019
ეჰჰ
ნელ ნელა იწყება წინასწარმეტყველების აღსრულება.გამოდის ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა დევნაც დაიწყო
05.10. 2017
დავით ჯანყარაშვილი
პირველ რიგში, სამწუხარო და საუბედუროა ის ამბავი, რომ ბევრმა ე. წ. "ქრისტეანმა" არ იცის ბერობის მნიშვნელობა და აზრი; ათონის ბერებს რომ ვინმე დაემუქრება, ეს სირცხვილია,სხვა თუ არაფერი! პაპობის აღიარება უკვე ერესია, არა თუ მასთან თანამშრომლობა! "ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს!"-ო და ჯოჯოხეთიც იზრდება!
14.05. 2017
ზვიადი
როგორ ბედავენ
13.05. 2017
ბერძნის შეშვება ტაძარში არ შეიძლება, თან კატეგორიულად!..
სხვა სიახლეები
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
27.02.2022
ვგულშემატკივრობთ ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში, უკრაინელ ხალხს - ვლოცულობთ მათთვის და მშვიდობისთვის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე,
24.02.2022
საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler