17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა - მიეგებე ღვთისმშობელს და გამოითხოვე წყალობა მისგან!
17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა - მიეგებე ღვთისმშობელს და გამოითხოვე წყალობა მისგან!
ა.წ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, აწყურის და ივერიის ღვთისმშობლის ხატები თბილისში შემობრძანდება.

10 მაისს დაიწყო აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა. აწყურის ღვთისმშობლის ხატი შემობრძანდება აჭარაში, მოივლის საქართველოს და 16 მაისს მობრძანდება სვეტიცხოველში. ამ ხატთან ერთად იმოგზაურებს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატიც. ორი ხატი იმოგზაურებს ერთად, თუმცა ივერიის ღვთისმშობლის ხატი მცხეთაში შეუერთდება. 17 მაისს ხატები მობრძანდება თბილისში და გაიმართება ლოცვითი მსვლელობა ფილარმონიიდან წმინდა სამების ტაძრამდე.
ამასთან დაკავშირებით თბილისში დილიდანვე გაიმართება ღონისძიებები რამდენიმე ადგილას.
17 მაისს, 13:00 საათზე, "ვარდების" მოედნიდან (სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორია) მსვლელობა დაიწყება სამების საკათედრო ტაძრისკენ.
სამების საკათერდრო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი ილია II გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ოჯახებს, მრევლს და სრულიად საქართველოს.
მიეგებე ღვთისმშობელს და გამოითხოვე წყალობა მისგან!

ბეჭდვა
1კ1