17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა - მიეგებე ღვთისმშობელს და გამოითხოვე წყალობა მისგან!
17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა - მიეგებე ღვთისმშობელს და გამოითხოვე წყალობა მისგან!
ა.წ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, აწყურის და ივერიის ღვთისმშობლის ხატები თბილისში შემობრძანდება.

10 მაისს დაიწყო აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა. აწყურის ღვთისმშობლის ხატი შემობრძანდება აჭარაში, მოივლის საქართველოს და 16 მაისს მობრძანდება სვეტიცხოველში. ამ ხატთან ერთად იმოგზაურებს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატიც. ორი ხატი იმოგზაურებს ერთად, თუმცა ივერიის ღვთისმშობლის ხატი მცხეთაში შეუერთდება. 17 მაისს ხატები მობრძანდება თბილისში და გაიმართება ლოცვითი მსვლელობა ფილარმონიიდან წმინდა სამების ტაძრამდე.
ამასთან დაკავშირებით თბილისში დილიდანვე გაიმართება ღონისძიებები რამდენიმე ადგილას.
17 მაისს, 13:00 საათზე, "ვარდების" მოედნიდან (სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორია) მსვლელობა დაიწყება სამების საკათედრო ტაძრისკენ.
სამების საკათერდრო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი ილია II გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ოჯახებს, მრევლს და სრულიად საქართველოს.
მიეგებე ღვთისმშობელს და გამოითხოვე წყალობა მისგან!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.09.2017
დღეს, 23 სექტემბერს, ინდოეთიდან საქართველოში ჩამოაბრძანეს დიდმოწამე დედოფლის - ქეთევანის წმინდა ნაწილები. აეროპორტში უამრავი მორწმუნე ადამიანი და სასულიერო პირი შეეგება კახეთის მნათობ, სანატრელ დედოფალს. გთავაზობთ ამ შეხვედრის ამსახველ
23.09.2017
დღეს ინდოეთიდან ჩამოაბრძანეს დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილები. აეროპორტში წმინდა ნაწილების ჩამობრძანებას მრავალი მორწმუნე შეეგება.
22.09.2017
საპატრიარქოს განცხადება ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოში ჩამობრძანებასთან დაკავშირებით:
ა.წ. 23 სექტემბერს, შაბათს, 19 სთ-ზე საქართველოში ინდოეთიდან დროებით ჩამობრძანდება ჩვენი დიდმოწამის, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი.
21.09.2017
დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 50-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 661 ბავშვი გახდება. ამ დროისთვის უწმინდესს უკვე 32 635 ნათლული ჰყავს.
20.09.2017
სამწუხაროა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია.
06.09.2017
დასრულდა ყბადაღებული "ციანიდის საქმე", საქმე ეკლესიის წინააღმდეგ. იმის მიუხედავად, გამართლდებოდა თუ გამტყუნდებოდა მამა გიორგი მამალაძე,
27.08.2017
მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოში ათეისტური იდეოლოგიის გაბატონების ჟამს, მრავალი სიწმიდე იქნა გატანილი ეკლესია-მონასტრებიდან;
24.08.2017
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბორჯომის ხეობაში 15:30 საათზე ჩავა.
23.08.2017
ბორჯომის ხეობაში შექმნილ საგანგებო შტაბს წმინდა სინოდის წევრები ეწვივნენ. მანამდე სასულიერო პირებმა სოფელ დაბის ეკლესიაში პარაკლისი აღავლინეს.
23.08.2017
ბოლო დროს საქართველოში განვიტარებულმა სტიქიურმა უბედურებებმა, განსაკუთრებით კი ბორჯომის ხეობაში მომხდარმა ხანძარმა საქართველოს მთელი მოსახლეობის შეშფოთება და დიდი გულისტკივილი გამოიწვია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
დღეს, 23 სექტემბერს, ინდოეთიდან საქართველოში ჩამოაბრძანეს დიდმოწამე დედოფლის - ქეთევანის წმინდა ნაწილები. აეროპორტში უამრავი მორწმუნე ადამიანი და სასულიერო პირი შეეგება კახეთის მნათობ, სანატრელ დედოფალს. გთავაზობთ ამ შეხვედრის ამსახველ
საიტის პარტნიორები