პატრიარქი - წმინდა გიორგი სწრაფად შემწე და დამხმარეა ყველა გაჭირვებული ადამიანის
პატრიარქი - წმინდა გიორგი სწრაფად შემწე და დამხმარეა ყველა გაჭირვებული ადამიანის
წმინდა გიორგი სწრაფად შემწე და დამხმარეა ყველა გაჭირვებული ადამიანის, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქაშუეთის ეკლესიაში წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა ყველას მიულოცა წმინდა გიორგის დღესასწაული.

"წმინდა გიორგი განსაკუთრებით ახლობელია ჩვენთვის, ყველა ოჯახისთვის. არ არსებობს ისეთი ოჯახი თითქმის საქართველოში, სადაც ერთ ვიღაცას წმინდა გიორგის სახელი არ ერქვას", - განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მის მამას ერქვა გიორგი და გიორგობის დღესასწაულზე განსაკუთრებული ზეიმი იყო მათ სახლში.

"პირველი სტუმრები, რომლებიც მოდიოდნენ ჩვენთან, იყვნენ მათხოვრები. ჯერ მათხოვრები სხდებოდნენ მაგიდასთან და მერე პატივცემული ხალხი. ეს იყო ზეიმი მთელი ოჯახისთვის", - განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, საქართველოში 12 მეფე იყო, რომელსაც გიორგი ერქვა.

"კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა გიორგი სწრაფად შემწე და დამხმარეა ყოველი გაჭირვებული ადამიანის. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი", - განაცხადა პატრიარქმა.
ბეჭდვა
1კ1