დეკანოზ შიოს პასუხი "გირჩის" ინიციატივას: ქართული ჯარი არ იყიდება! პატივი მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას!
დეკანოზ შიოს პასუხი "გირჩის" ინიციატივას: ქართული ჯარი არ იყიდება! პატივი მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას!
ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერის საინფორმაციო გამოშვებიდან გავიგეთ, რომ თუ წვევამდელებს ჯარში წასვლა არ სურთ ან არ უხერხდებათ , პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" არაორდინალურ გამოსავალს სთავაზობს - ან სავალდებულო სამხედრო სამსახური ან სასულიერო პირის წოდება. პარტიის წევრებმა რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნეს, რომელიც ახალგაზრდებს სასულიერო პირად აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც აძლევს. "გირჩის" ეს შეთანხმება საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიურ თავისუფლებასთან - ერთად მიუღია. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვე ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ შიო პაიჭაძეს:

-"გირჩი" და ბიბლიური ორგანიზაცია - რელიგიური კლოუნიზმი, ამას მხოლოდ სირცხვილს თუ ვუწოდებთ. ასე გაუჭირდათ, რომ მღვდლობას სთავაზობენ ახალგაზრდებს სამშობლოს დაცვის სანაცვლოდ? მე, როგორც ყოფილ სამხედრო პირს, მიმაჩნია, რომ მხედრული ვალი ყველა ახალგაზრდამ უნდა მოიხადოს, რადგანაც ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, საჭიროებს სამხედრო ძალას და პატრიოტიზმს. ნუთუ მღვდლობა ასეთი მარტივია ბაპტისტებთან? და ამას თან ორგანიზაციას არქმევენ...კატეგორიული რელიგიური ნომინალიზმია ეს და ვფიქრობ, რომ ქართველი კაცი ამ ანკესს, როგორც სატყუარას, არ წამოეგება. ისე ნათქვამია "არა არს დაფარული, რომელი არა განცხადდეს"... ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია და ამ ლუსტრირებულ საუკუნეში ადამიანები ვეღარ მალავენ შინაგან შეშლილობას, რომელიც უკიდურეს ლიბერალურ ფასეულობებს თან ახლავს. ეს სიმპტომები კარგად შეინიშნება დღევანდელ ამ განცხადებაში. ნუთუ ასეთი "კრეატიული" აზროვნება აქვთ? რა ბევრი უფიქრიათ, რომ სენსაციონიზმის სენით შეპყრობილთ მეტი გზა აღარ დარჩათ პოპულარულობის მისაღწევად. ნამდვილად არ შემეძლო ამაზე პასუხი რომ არ გამეცა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს მეტად უნდა გაეხსნათ გულის კარები, რომ შეიტკბონ ჭეშმარიტების არსი. ამ დღევანდელ ლოზუნგს ერთი რამ აკლია - მუკი, მებრძოლ უღმერთოთა კავშირი, ეძებს ცრუმღვდლობის მსურველთ. პრინციპში ეს ასე განიმარტება. მოვუწოდებ ჩვენს ახალგაზრდებს: სდექით მტკიცედ და შეურყევლად. ქართული ჯარი არ იყიდება! პატივი მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას! ნუ დაემსგავსებით დესტრუქციულ საზოგადოებას. შეინანეთ ამ საშინელების ინიციატორებო.




ბეჭდვა
1კ1