წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის საიდუმლო - თემა, რომელიც ყველა ადამიანს აინტერესებს
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის საიდუმლო - თემა, რომელიც ყველა ადამიანს აინტერესებს
ყოველი წლის აღდგომის წინადღეს - დიდ შაბათს - მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა საკვირველად ამტკიცებს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და დიდებულებას.

წელს მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი 15:22 საათზე გარდამოვიდა. იერუსალიმში მაცხოვრის საფლავთან ასობით ათასი მომლოცველი იყო შეკრებილი, მათ აღდგომის ტაძრიდან წმინდა ცეცხლი გამოიტანეს.

17 აპრილს, ბრწყინვალე ორშაბათს, "კვირის პალიტრის" მკითხველს ტრადიციული სააღდგომო საჩუქარი ელოდება: იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე გადმოსული, წმინდა ცეცხლზე თავმომწვარი, ნაკურთხი სანთელი და უფლის ყოვლისმპყრობელი (პანტოკრატორი) ხატი.

KARIBCHEამასთან, გაზეთთან ერთად თქვენ პირველად შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალურად ამ დღისთვის გამოცემული წიგნი "წმინდა ცეცხლი", რომელიც ფაქტებითა და უტყუარი წყაროებით მოგვითხრობს ცეცხლის გარდამოსვლის სასწაულს.

ეს არის თემა, რომელიც ყველა ადამიანს აინტერესებს. ამ საკითხს ხშირად გამოუწვევია ორაზროვნება საზოგადოებაში, ამ წიგნიდან კი დეტალურად გაიგებთ ამ დიდი სასწაულის შესახებ და განიფანტავთ ყველა ეჭვს...

წიგნი გამოცემულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.

წიგნის სპეციალური ფასი 3,5 ლარი, გაზეთთან ერთად 5 ლარი.
ბეჭდვა
1კ1