წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში დღეს, 23:30 საათზე ჩამოიტანენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში დღეს, 23:30 საათზე ჩამოიტანენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში ჩარტერული რეისით დღეს, 23:30 საათზე, ჩამოიტანენ. ამის შესახებ "პილიგრიმ ტურსის" დამფუძნებელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი ტურისტული ჯგუფის წევრებს ისრაელის საზღვარზე შესვლისას პრობლემები არ შექმნიათ. ჯგუფის რამდენიმე წევრი უფლის აღდგომის ტაძარში უკვე იმყოფება და სხვა მორწმუნეებთან ერთად წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება.

ლაშა ჟვანიამ აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლისას ტრადიციულად სხვადასხვა ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლების სიმრავლეს გაუსვა ხაზი.

"ტაძარში დაახლოებით 3-4 ათასი მომლოცველი ეტევა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მართმადიდებლებთან ერთად იერუსალიმში სხვა ქრისტიანული სარწმუნეობის მომლოცველებიც ჩადიან. მაგალითად, კოპტები, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. პრაქტიკულად დევნასა და შევიწროებაში იმყოფებიან. ბევრი მოწამებრივი სიკვდილით კვდება. პილიგრიმობაზე იერუსალიმში ძალიან ბევრი კოპტი ჩადის. მაგალითად, წელს 10 ათასამდე კოპტია ჩასული. საქართველოდან ტაძარში 100 მომლოცველი რომ მოხვდეს, ეს ძალიან ბევრია. რამდენიმე ქართველს ვესაუბრე და ისინი უკვე ტაძარში იმყოფებიან", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
ბეჭდვა
1კ1