გარდაიცვალა დეკანოზი ანდრია ლაითაძე
გარდაიცვალა დეკანოზი ანდრია ლაითაძე
გარდაიცვალა ბათუმის წმინდა თორმეტი მოციქულის სახელობის მშენებარე ტაძრის მოძღვარი დეკანოზი ანდრია ლაითაძე. ცოტა ხნის წინ "კარიბჭე" გატყობინებდათ, რომ მძიმე დაავადების გამო მას ღვიძლის სასწრაფო გადანერგვა სჭირდებოდა. დღეს შევიტყვეთ მისი გარდაცვალების სამწუხარო ამბავი.
მამა ანდრია იყო გულისხმიერი, თბილი, სიკეთით სავსე ადამიანი და სამაგალითო მოძღვარი.
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი, სადაცა მართალნი განისვენებენ!



ეს მამა ანდრიაა, მიცვალებულთა კვერექსს გალობს.
გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული მამა ანდრიას სული.
ბეჭდვა
1კ1