აია-სოფიას ტაძარი მოქმედ მეჩეთად გადაკეთდება
აია-სოფიას ტაძარი მოქმედ მეჩეთად გადაკეთდება
თურქეთის პრეზიდენტმა - ერდოღანმა განაცხადა, რომ დიდ პარასკევს, 2017 წლის 14 აპრილს კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიას ტაძარში ილოცებს, როგორც მუსულმანი.

ერდოღანი ირწმუნება, რომ აია-სოფიას მეჩეთის მუზეუმად გადაკეთების თაობაზე ათათურქის მიერ ხელმოწერილი ბრძანება გაყალბებული იყო.

ეს მოსაზრება ერდოღანზე ადრე გამოთქვა თურქმა ისტორიკოსმა და მწერალმა მუსტაფა არმაღანმა, რომელიც თავის წიგნში ამტკიცებდა, რომ ათათურქის ხელმოწერა აია-სოფიას მუზეუმად გადაკეთების ბრძანებაზე იყო გაყალბებული და რომ ეს ბრძანება "ამერიკელთა გავლენით" შეადგინეს, შემდეგ კი თურქეთის მთავრობაზე ზეწოლას ახდენდნენ მისი რეალიზებისთვის.

14 აპრილს სოფიას ტაძარში ნამაზის ჩატარების ცნობას მართლმადიდებელ საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. სოლუნის მიტროპოლიტმა ანთიმოზმა კვირის ქადაგებაში ბრძანა: "დღეს შექმნილია რთული საერთაშორისო მდგომარეობა. მუქარა, შიში, უსაფრთხობის არასებობა. ჩვენი მეზობელი თურქეთი ემუქრება წმინდა სოფიას ტაძარს, აპირებს დაიპყროს ჩვენი ტერიტორიები ქალაქ კავალამდე. ასეთ მდგომარეობაში ჩვენ ვერ დავრჩებით გულგრილნი. გავერთიანდებით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად".

14 აპრილის ნამაზის შემდეგ, 16 აპრილს, ერდოღანი აპირებს შეკრიბოს მთავრობა და სიმბოლური აქტით გამოაცხადონ აია-სოფიას მუზეუმის მოქმედ მეჩეთად გადაკეთება. 


წყარო http://agionoros.ru
ბეჭდვა
1კ1