ათონის დოქიარის მონასტრის მთავარანგელოზთა ტაძარი ისეთ მდგომარეობაშია, რომ პირველ მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს
ათონის დოქიარის მონასტრის მთავარანგელოზთა ტაძარი ისეთ მდგომარეობაშია, რომ პირველ მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს
საბერძნეთის ხელისუფლების მხრიდან ათონისადმი უყურადღებობის გამო დოქიარის მონასტრის მთავარანგელოზთა ტაძარი ისეთ მდგომარეობაშია, რომ პირველ მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს. არა და მიწისძვრები ათონზე საკმაოდ ხშირია.

"საბერძნეთმა დღემდე ვერ გაიგო, რომ ისლამური ტირანიისგან განთავისუფლების შემდეგ 2 უდიდესი ძეგლი - აკროპოლისი და ათონის წმინდა მთა ერგო მემკვიდრეობად. ათონი დღემდე უყურადღებოდ არის მიტოვებული და არავინ ზრუნავს ძეგლების დაცვასა და რესტავრაციაზე", - ამბობს დოქიარის არქიმანდრიტი გრიგორი (ზუმისი). მის საუბარს კი ვებ-გვერდი Agionoros.ru აქვეყნებს.

არქიმანდრიტის თქმით, სახელმწიფოს მიერ შექმნილი ათონის მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი უკვე რამდენი წელია, არ ფინანსდება, მისი ინჟინერები, დიდი ხანია, პენსიაზე გავიდნენ, მათი შემცვლელები კი არ ჩანან.

"28 წელია, დოქიარის საძმო ყველა ძალებით ვცდილობთ, რომ მივაღწიოთ ჩვენი მონასტრის ტაძრის რესტავრაციის გეგმის შედგენას. მაგრამ ეს გეგმა ჯერაც არ არსებობს ამ ცენტრის უმოქმედობის გამო. ვის მივმართოთ? ვის ვუთხრათ, რომ 28 წლის კვლევებმა ფუჭად ჩაიარა?" - ამბობს მამა გრიგორი.

KARIBCHE

"სპეციალისტები, რომლებმაც ტაძარი შეისწავლეს, ამბობენ, რომ ტაძარი პირველივე მიწისძვრას ვერ გაუძლებს და დაინგრევა. ჩვენ საკუთარი ხელებით აღვადგინეთ მონასტერში სხვა ნაგებობები, მაგრამ ამხელა დიდებული ტაძრის აღდგენის შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან მონასტერი მცირე შემოწირულობებით არსებობს" - განაცხადა მონასტრის წინამძღვარმა.

ათონის დოქიარის მონასტერი - მეათეა ათონის მონასტერთა იერარქიაში და ერთ-ერთი უძველესია. პირველი ცნობები მის შესახებ X საუკუნეში ჩნდება. ამჟამად აქ 40 ბერი ცხოვრობს. მთავარანგელოზთა ტაძარი ცნობილია არა მარტო თავისი სიმაღლით, არამედ უნიკალური ფრესკებითაც - მიიჩნევა, რომ ათონის ტაძრებს შორის ამ ტაძარშია თავმოყრილი ფრესკების ყველაზე სრული ციკლი.

KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1