ბრიტანელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მიაგნო სახლს, რომელშიც მაცხოვარმა ბავშვობა გაატარა
 ბრიტანელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მიაგნო სახლს, რომელშიც მაცხოვარმა ბავშვობა გაატარა
ისრაელში აღმოაჩინეს სახლი, რომელშიც შესაძლოა იესო ქრისტე იზრდებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მართალი იოსების ოჯახში. ბრიტანელი არქეოლოგი კენ დარკი ამტკიცებს, რომ პირველი საუკუნის ეს ღარიბული საცხოვრებელი მდებარეობს ნაზარეთში, სამხრეთ ისრაელში. ამ ინფორმაციას ვებ-გვერდი christiantoday ავრცელებს.

არქეოლოგიურ ჟურნალში დაბეჭდილ სტატიაში დარკი აღნიშნავს, რომ ეს სახლი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 80-იან წლებში აღმოჩინეს ნაზარეთის დედათა მონასტრის მონაზვნებმა. მაგრამ მხოლოდ 2006 წელს დაათარიღეს იგი ექსპერტებმა I საუკუნით, რამაც შესაძლებელი გახადა იმის მტკიცება, რომ ის ნამდვილად იყო მაცხოვრის მიწიერი საცხოვრებელი.

ბრიტანელი მეცნიერის ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბიზანტიის იმპერიისა და ჯვაროსნობის ხანაში ეს სახლი საეკლესიო შენობათა ნაწილი იყო.

არქეოლოგიური მტკიცებულებების გარდა, დარკს მოჰყავს წერილობითი წყაროებიც, რომლებიც მე-7 საუკუნით თარიღდება. წყარო ეკუთვნის შოტლანდიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულ იონზე არსებული მონასტრის აბატს - ადომნანს. იგი აღწერს ფრანკების ეპისკოპოს არკულფას მოგზაურობას ნაზარეთში. თხრობისას ადომნანი მოიხსენიებს ეკლესიას, "სადაც მდებარეობს სახლი, რომელშიც მაცხოვარმა ბავშვობა გაატარა".

სახლი, რომელიც არქეოლოგის მტკიცებით იესოს დედას ეკუთვნოდა, მდებარეობს ნაზარეთის დედათა მონასტრის გვერდით, ნათლისღების ტაძრის გვერდით ქუჩაზე. სახლი კირქვისაა. მასში რამდენიმე ოთახია და კიბე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
22.04.2018
ხვალ, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 53-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს- პატრიარქის ნათლული კიდე 1000-მდე ბავშვი გახდება.
20.04.2018
თანამედროვე მშობლებს ხშირად უჩნდებათ კითხვები, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არიან მოზარდები აგრესიულები და როგორ უნდა დავეხმაროთ მათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში?
08.04.2018
ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
07.04.2018
ხარების დღესასწაულზე, პატრიარქის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ, სასულიერო პირებთან ერთად მცხეთა აკურთხა.
07.04.2018
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.
06.04.2018
გარდამოხსნა ყოვლადწმინდა სამების ტაძარშია დაბრძანებული. ყოვლადწმიდა სამების ტაძარში გარდამოხსნის წესი პატრიარქის მოსაყდრე
05.04.2018
სამების საკათედრო ტაძარში, დიდი ხუთშაბათის დღესთან დაკავშირებით წირვა და ფეხთბანვის წესი შესრულდა. საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქმა
01.04.2018
კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება, როგორც ტყუპი ძმები ერთად მოგზაურობენ და ერთად არიან, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
01.04.2018
ყოვლადუსამღვდელოესის მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) ზემო სვანეთში მიმდინარე მოვლენებთან
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
დღესასწაულთან ერთად აღდგა ამ გზაზე ლოცვითი მსვლელობის წესი