წმინდა სინოდის განჩინების თანახმად, ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებები ეკლესიის დისკრედიტაციისკენაა მიმართული
წმინდა სინოდის განჩინების თანახმად, ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებები ეკლესიის დისკრედიტაციისკენაა მიმართული
ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას , - ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის დღევანდელ განჩინებაში, რომელიც საზოგადოებას წმინდა სინოდის სხდომის მდივანმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა გააცნო.

განჩინებაში აღნიშნულია, რომ სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შეეხო ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს. "მან მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და რომ მორწმუნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) მიერ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები. ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს. ითქვა, რომ მიტროპოლიტი პეტრე უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს (მოციქულთა 34-ე და 55-ე; ანტიოქიის ადგილობრივი კრების მე-9; მეორე მსოფლიო კრების მე-6 და ტრულის კრების მე-20 კანონი), რომ მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას და დაუსაბუთებელ ბრალდებას, რაც დამაბრკოლებელია და შფოთის მომტანი როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში, ასევე ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთში მცხოვრებთა შორის", - ნათქვამია განჩინების ტექსტში.

განჩინების თანახმად, საპასუხო სიტყვა მიეცა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას. იგი შეეცადა თავისი პოზიციების დაცვას. მღვდელმთავრებმა მას მხარი არ დაუჭირეს. წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიეცეს გაფრთხილება და გათავისუფლდეს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დირექტორის თანამდებობიდან.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.04.2017
ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერის საინფორმაციო გამოშვებიდან გავიგეთ, რომ თუ წვევამდელებს ჯარში წასვლა არ სურთ ან არ უხერხდებათ
15.04.2017
ყოველი წლის აღდგომის წინადღეს - დიდ შაბათს - მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა საკვირველად ამტკიცებს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და დიდებულებას.
15.04.2017
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში ჩარტერული რეისით დღეს, 23:30 საათზე, ჩამოიტანენ. ამის შესახებ "პილიგრიმ ტურსის" დამფუძნებელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
14.04.2017
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა.
13.04.2017
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი დაცვის შემადგენლობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა.
13.04.2017
გარდაიცვალა ბათუმის წმინდა თორმეტი მოციქულის სახელობის მშენებარე ტაძრის მოძღვარი დეკანოზი ანდრია ლაითაძე.
12.04.2017
თურქეთის პრეზიდენტმა - ერდოღანმა განაცხადა, რომ დიდ პარასკევს, 2017 წლის 14 აპრილს კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიას ტაძარში ილოცებს, როგორც მუსულმანი.
10.04.2017
თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
09.04.2017
მე 9 აპრილს აქციის მონაწილეებისთვის დაშლისკენ არ მომიწოდებია - მე ვხედავდი საშიშროებას და ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში შესვლისკენ მოვუწოდე,
09.04.2017
ათენის 50-ე საჯარო სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, საბერძნეთის საჯარო სკოლებისთვის სპეციალურად შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა,-ვკითხულობთ ვებ გვერდზე "busnesspressnews https://bpn.ge/".
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერის საინფორმაციო გამოშვებიდან გავიგეთ, რომ თუ წვევამდელებს ჯარში წასვლა არ სურთ ან არ უხერხდებათ
საიტის პარტნიორები