მახათას მთაზე ეკლესია გაქურდეს
მახათას მთაზე ეკლესია გაქურდეს
თბილისში, მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. რა ნივთებია წაღებული ტაძრიდან, ჯერჯერობით უცნობია.
ბეჭდვა
1კ1