პატრიარქმა ბერლინის კლინიკა დატოვა
პატრიარქმა ბერლინის კლინიკა დატოვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბერლინის კლინიკა დატოვა.
უწმინდესი "ჰელიოს ბერლინ ბუხის" კლინიკიდან აეროპორტში გაემგზავრა, საიდანაც საქართველოში დაბრუნდება.
უწმინდესი საავადმყოფოდან ადგილობრივმა ქართველებმა და მკურნალმა ექიმებმა გამოაცილეს.
ილია მეორემ ერთი კვირის წინ გერმანიაში, ბერლინის კლინიკაში ნაღვლის ოპერაცია გაიკეთა. ამჟამად მისი ჯანმრთელობა სტაბილურია. უწმინდესს სამშობლოში 17:30 საათისთვის ელოდებიან.

პატრიარქის მიერ ბერლინის კლინიკის დატოვების ამსახველ ფოტოს "ტელე-იმედის" კორესპონდენტი მიხეილ ხაჩიძე ავრცელებს.
ბეჭდვა
1კ1