წილკნის ღვთისმშობლის სახელობის არქიტექტურულ კომპლექსს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა - ვკითხულობთ კულტურის სამინისტრო ვებ გვერდზე.
წილკნის ღვთისმშობლის სახელობის არქიტექტურულ კომპლექსს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა - ვკითხულობთ კულტურის სამინისტრო ვებ გვერდზე.
წილკნის ღვთისმშობლის სახელობის არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც ამჟამად საეპისკოპოსო კათედრალს წარმოადგენს, მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ VI საუკუნეში წილკანში მოღვაწეობდა წმინდა ისე წილკნელი, ერთ - ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი. ტრადიცია მას მიაწერს წილკნის სარწყავი არხის "წილკნის რუს" მშენებლობას. წმინდა მამა დაკრძალულია ტაძარში, ინტერიერის ჩრდილოეთ მხარეს შემორჩა მისი საფლავიც. აქ IV საუკუნეში მეფე ბაქარ მირიან III-ის ძემ ააგო ტაძარი - წილკნის საეპისკოპოსო კათედრალი. მის ადგილზე ვახტანგ გორგასლის დროს (V ს.) ააშენეს სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც გუმბათოვან ტაძრად გადააკეთეს VII ს - ში. შემდეგში ძეგლი კვლავ რამდენჯერმე გადააკეთეს და განაახლეს. XIX ს - დასასრულს ეკლესია შელესეს. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები და ლაპიდარული წარწერები. გალავანი VIII - ს. მიეკუთვნება. 1068 წელს მეფე ბაგრატმა წილკანთან დაამარცხა განძის ამირა ფადლონი. წილკანი კულტურულ საგანმანათლებლო კერა იყო. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ კალიგრაფები. მწიგნობრები და პოეტები: ბასილი (XVI ს.), იოსებ სამებელი, ამბროსი მიქაძე (ორივე - XVIII ს), იოანე ონისიფორეს ძე ქარუმიძე ( XVIII-XIX სს. მიჯნა) და სხვ. სოფლის მიდამოებში მიკვლეულია გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ძეგლები.

კომპლექსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც ოთხ სხვადასხვა პერიოდში შექმნილ ნიმუშს აერთიანებს.
ბეჭდვა
1კ1