მეუფე სერაფიმე ბორჯომის მრევლს წერილით მიმართავს
მეუფე სერაფიმე ბორჯომის მრევლს წერილით მიმართავს
ცოტა ხნის წინ გატყობინებდით, რომ ბორჯომ-ბაკურიანის ყოფილი მღვდელმთავარი, მეუფე სერაფიმე, გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა.
ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვეს გერმანია-ავსტრიის სამღვდელოებამ და მრევლის გარკვეულმა ნაწილმა. მათი პროტესტის მოტივი იყო ის, რომ ბორჯომის ეპარქიიდან თითქოსდა ხალხის მიერ "გაძევებული" მეუფე არ სურდათ მღვდელმთავრად თავიანთ ეპარქიაში.
მათ ამ განცხადებას კი მოყვა ბორჯომელთა პროტესტი, სოცილურ ქსელებშიც ისინი აქტიურად გამოხატავდნენ თავიანთ აღშფოთებას ამ ფაქტის გამო. შეიქმნა ფეისბუქ-გვერდი "ბორჯომის მრევლი", სადაც ათასობით ბორჯომელი აფიქსირებს საკუთარ პოზიციას. ამ გვერდზევე გამოქვეყნდა ასეთი მიმართვა:

ბორჯომის საზოგადოების და მრევლის განცხადება!

ქალაქ ბორჯომის მოსახლეობა, საზოგადოება, სასულიერო და სამონაზვნო დასის უმრავლესობა შეშფოთებულია მამა თამაზ ლომიძის განცხადებით.
ჩვენში გამოიწვია აღშფოთება - დეკანოზი თამაზის (ლომიძე), არქიმანდრიტი ისეს (გელაშვილი) და არქიმანდრიტი იოანეს (სილაგაძე) განცახდებამ, რომლებიც სოციალური ქსელში აცხადებენ, რომ ბორჯომის მრევლმა და საზოგადოებამ მეუფე სერაფიმე გამოაძევა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიიდან. ჩვენთვის საინტერესოა, თუ ეს ცრუ ინფორმაცია ვისგან მიიღეს ზემოთ ხსენებულმა მოძღვრებმა?! მათ მიერ გავრცელებულმა განცხადებამ ბორჯომის მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენა.
ჩვენ, დედა ეკლესიის ერთგული მრევლი და საზოგადოება ვიკრიბებით მეუფე სერაფიმესა და ბორჯომის საზოგადოების ღირსების დასაცავად!
ჩვენ მოვითხოვთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას. ჩვენ ყოველთვის ვემორჩილებოდით და ვემორჩილებით სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გადაწყვეტილებას!
ვინც იზიარებს ამ განცხადებას და თავს გრძნობს შეურაცხყოფილად, ყველა ვიკრიბებით დედა ეკლესიის დასაცავად, რათა გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი.
21 იანვარს, შაბათს, 13:00 საათზე, ქალაქის ცენტრში
(ყოფილი გამგეობის მიმდებარე ტერიტორია)

21 იანვრის მოლოდინში მყოფ ბორჯომელებს კი მეუფე სერაფიმემ დღეს წერილით მიმართა:
"ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათელი გახადა ჩემთვის, რომ უმჯობესია გავერიდო არსებულ სიტუაციას. რადგან ჩემთან დაკავშირებული გარკვეული ქმედებები ხდება მიზეზი ეკლესიაში შფოთის შემოტანისა და დაპირისპირების ახალი კერების გაჩენისა, ამიტომაც უარს ვამბობ გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე.
მსურს ჩემთვის ვიყო და ვილოცო. მე მადლობას ვუხდი ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის ყველა სასულიერო პორს და მრევლს, მიუხედავად მათი პოზიციისა და ყველას გთხოვთ: დღეს ჩემი მხარდაჭერა არის ყოველგვარი მიტინგებისა და გამოსვლებისაგან თავის შეკავება, ხოლო ვინც საპირისპიროს მოიმოქმედებს და გააკეთებს, ზიანს მოუტანს ყველას.
ჩვენ ყველანი უნდა დავრჩეთ საქართველოს ეკლესიის ერთგულ შვილებად და ამისთვის თითოეულმა ჩვენგანმა თავისი ნაბიჯი უნდა გადადგას.
მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა)"

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1