მეუფე სერაფიმე ბორჯომის მრევლს წერილით მიმართავს
მეუფე სერაფიმე ბორჯომის მრევლს წერილით მიმართავს
ცოტა ხნის წინ გატყობინებდით, რომ ბორჯომ-ბაკურიანის ყოფილი მღვდელმთავარი, მეუფე სერაფიმე, გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა.
ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვეს გერმანია-ავსტრიის სამღვდელოებამ და მრევლის გარკვეულმა ნაწილმა. მათი პროტესტის მოტივი იყო ის, რომ ბორჯომის ეპარქიიდან თითქოსდა ხალხის მიერ "გაძევებული" მეუფე არ სურდათ მღვდელმთავრად თავიანთ ეპარქიაში.
მათ ამ განცხადებას კი მოყვა ბორჯომელთა პროტესტი, სოცილურ ქსელებშიც ისინი აქტიურად გამოხატავდნენ თავიანთ აღშფოთებას ამ ფაქტის გამო. შეიქმნა ფეისბუქ-გვერდი "ბორჯომის მრევლი", სადაც ათასობით ბორჯომელი აფიქსირებს საკუთარ პოზიციას. ამ გვერდზევე გამოქვეყნდა ასეთი მიმართვა:

ბორჯომის საზოგადოების და მრევლის განცხადება!

ქალაქ ბორჯომის მოსახლეობა, საზოგადოება, სასულიერო და სამონაზვნო დასის უმრავლესობა შეშფოთებულია მამა თამაზ ლომიძის განცხადებით.
ჩვენში გამოიწვია აღშფოთება - დეკანოზი თამაზის (ლომიძე), არქიმანდრიტი ისეს (გელაშვილი) და არქიმანდრიტი იოანეს (სილაგაძე) განცახდებამ, რომლებიც სოციალური ქსელში აცხადებენ, რომ ბორჯომის მრევლმა და საზოგადოებამ მეუფე სერაფიმე გამოაძევა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიიდან. ჩვენთვის საინტერესოა, თუ ეს ცრუ ინფორმაცია ვისგან მიიღეს ზემოთ ხსენებულმა მოძღვრებმა?! მათ მიერ გავრცელებულმა განცხადებამ ბორჯომის მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენა.
ჩვენ, დედა ეკლესიის ერთგული მრევლი და საზოგადოება ვიკრიბებით მეუფე სერაფიმესა და ბორჯომის საზოგადოების ღირსების დასაცავად!
ჩვენ მოვითხოვთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას. ჩვენ ყოველთვის ვემორჩილებოდით და ვემორჩილებით სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გადაწყვეტილებას!
ვინც იზიარებს ამ განცხადებას და თავს გრძნობს შეურაცხყოფილად, ყველა ვიკრიბებით დედა ეკლესიის დასაცავად, რათა გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი.
21 იანვარს, შაბათს, 13:00 საათზე, ქალაქის ცენტრში
(ყოფილი გამგეობის მიმდებარე ტერიტორია)

21 იანვრის მოლოდინში მყოფ ბორჯომელებს კი მეუფე სერაფიმემ დღეს წერილით მიმართა:
"ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათელი გახადა ჩემთვის, რომ უმჯობესია გავერიდო არსებულ სიტუაციას. რადგან ჩემთან დაკავშირებული გარკვეული ქმედებები ხდება მიზეზი ეკლესიაში შფოთის შემოტანისა და დაპირისპირების ახალი კერების გაჩენისა, ამიტომაც უარს ვამბობ გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე.
მსურს ჩემთვის ვიყო და ვილოცო. მე მადლობას ვუხდი ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის ყველა სასულიერო პორს და მრევლს, მიუხედავად მათი პოზიციისა და ყველას გთხოვთ: დღეს ჩემი მხარდაჭერა არის ყოველგვარი მიტინგებისა და გამოსვლებისაგან თავის შეკავება, ხოლო ვინც საპირისპიროს მოიმოქმედებს და გააკეთებს, ზიანს მოუტანს ყველას.
ჩვენ ყველანი უნდა დავრჩეთ საქართველოს ეკლესიის ერთგულ შვილებად და ამისთვის თითოეულმა ჩვენგანმა თავისი ნაბიჯი უნდა გადადგას.
მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა)"

KARIBCHE
ბეჭდვაელფოსტა
31.01. 2017
თამარი
უფალმა გააძლიეროს მეუფე სერაფიმე. გამაოცა იმ სამი საეკლესიო პირის განცხადებამ. მათ უარყვეს პატრიარქის გადაწყვეტილება. დაამეტეს თავი მეუფეს. რა არის მათი დანიშნულება? საკუთარ თავზე თუ არ აჩვენეს თავმდაბლობა და მორჩილება, როგორ უნდა დამოძღვრონ მრევლი? მეუფემ კი მათ კარგად აჩვენა, რას ნიშნავს თავმდაბლობა და ერის სულიერების მოფრთხილება. რაც შეეხება მოზარდის ოჯახს,სურვილიც არ მაქვს აზრის გამოთქმის, იმდენ სიყალბეს ვხედავ. შეეწიოს უფალი მეუფე სერაფიმეს.
31.01. 2017
ნანა
ღმერთმა გაგაძლებინოთ და გაგამხნევოთ, მადლი მოგცეთ უფალმა მეუფე სერაფიმე, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, იხარეთ ორთავ სოფელსა შინა, ამინ
31.01. 2017
ნინო შერმაზანაშვილი
ერთ რამეზე მწყდება გული.......... მისი წმიდა და მადლიანი ლოცვა ჩვენს ღვთივკურთხეულ ქვეყანაში. რომ აღარ აღევლინება...... ღმერთმა დალოცოს მისი გზა–კვალი და მალე დაგვბუნებოდეს..........
29.01. 2017
grigoli
gerti mikhedavs kvela mkrekhvels da ugirss!!!
23.01. 2017
nnn
ვფიქრობ ღირსეულად მოიქცა...რაც შეეხება სიმართლეს, სიმართლე უფალმა იცის, ჰოდა უფალმა ნახოს ყველა....
სხვა სიახლეები
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
27.02.2022
ვგულშემატკივრობთ ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში, უკრაინელ ხალხს - ვლოცულობთ მათთვის და მშვიდობისთვის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე,
24.02.2022
საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler