წმინდა დავით გარეჯელის ხატს ზელენოგრადის ტაძარში დააბრძანებენ
წმინდა დავით გარეჯელის ხატს ზელენოგრადის ტაძარში დააბრძანებენ
ზელენოგრადის მახლობლად მდებარე ტაძარში დააბრძანებენ წმინდა დავით გარეჯელის ხატს, რომელშიც წმინდა მამის წმინდა ნაწილია ჩაბრძანებული. ხატი მშობიარე და უშვილო ქალთა შემწე და მფარველია. სოლნეჩნოგორსკის სამღვდელოებას ეს ხატი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გადასცა საჩუქრად და მომავალში მას სოლნეჩნოგორსკის რაიონული საავადმყოფოს ტაძარში დააბრძანებენ. ეს ტაძარი ამჯამად მშენებარეა. მანამდე ხატი რამდენიმე ტაძარში იმოგზაურებს და შემდეგ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში იქნება დაბრძანებული.



ბეჭდვა
1კ1