ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას მეუფე ლაზარე (სამადბეგიშვილი) უწინამძღვრებს
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას მეუფე ლაზარე (სამადბეგიშვილი) უწინამძღვრებს
სულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დაინიშნა ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი). შეგახსენებთ, რომ ყოვლადუსამღვდელოესი ლაზარე მანამდე გერმანიისა და ავსტრიის ეპისკოპოსი გახლდათ. როგორც ბორჯომისა და ბაკურიანის ფეისბუქის გვერდიდან გავიგეთ, მეუფე ლაზარე 3 იანვარს, სამშაბათს, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში ჩაბრძანდება, სადაც მოხდება მისი წარდგენა. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის საკათედრო ტაძარში აღევლინება პარაკლისი, დასაწყისი 13:00 საათზე.

KARIBCHEKARIBCHE

ბეჭდვა
1კ1